თბილისი მოიცვა შიშმა და შფოთმა. მოსახლეობა იმარაგებს სურსათს, ოჯახები გაჰყავთ ქალაქგარეთ, თავს აფარებენ მიუდგომელ ადგილებს.
მოგიწოდებთ დამშვიდდეთ და არ აჰყვეთ პანიკას!
შიშის, სურსათია მომარაგების და საკუთარი სახლებიდან გაქცევის საფუძველი არ არსებობს.
რუსეთმა, მისთვის ჩვეული დაუნდობლობითა და გაშმაგებით გაათავისუფლა ცხინვალი ქართული შენაერთებისაგან, მათ შორის შემოიჭრა მანამდე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
არის მსხვერპლი.
11 აგვისტოს მთელი დღის მანძილზე რუსეთის დამპყრობელი ჯარები ”სამხედროების განიარაღების მიზეზით” შევიდნენ დასავლეთ საქართველოს რიგ ქალაქებში და პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს აართვეს იარაღი.
საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება, თბილისის მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.
დამპყრობელი ჯარი საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით თანდათან უბრუნდება მის მიერ დიდი ხნით ადრე დაპყრობილ საქართველოს ტერიტორიებს სამაჩაბლოს და აფხაზეთს.
ამიტომ, მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პანიკას, არ აღელდეთ და ხვალ 12 აგვისტოს 15 საათზე მიხვიდეთ რუსთაველის გამზირზე და მთელს მსოფლიოს დაანახოთ, რომ საქართველო არ არის არც ერთი პრეზიდენტი, არც ერთი პარლამენტი და არც ერთი მთავრობა.
და რომ საქართველო დინჯად ღირსეულად გლოვობს იმ უბედურებას, რაც დატრიალდა ამ ბოლო დღეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში.