ოთხშაბათი, 04.12.2024, 01:52
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 29

ქართული მხარე იმედს იტოვებს, რომ ევროპა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. 

“იმედს ვიტოვებ, რომ 1 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის სხდომაზე ევროპა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. 

მისივე თქმით, ევროკავშირის სხდომა საქართველოსთვის რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი და სასარგებლო.

“აღნიშნული სხდომა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში შეუწყობს ხელს” – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა. 

როგორც ცნობილია, 1 სექტემბერს ევროკავშირის სხდომა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ინიციატივითაა მოწვეული. სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. 

წაკითხულია: 839 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვის ხამოვნიკის რაიონის №363 სამომრიგებლო სასამართლოში საქმის დღევანდელი განხილვის შემდეგად, მოსამართლე გერმან გ. ბუგინინმა ოლგა საფონოვასა და ბადრი პატარკაციშვილის ე.წ. ქორწინება , გაუქმებულად ცნო.

- “ჩვენ კმაყოფილი ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით - განაცხადა ინა გუდავაძის პრეს-მდივანმა- სამართალმა იზეიმა. სასამართლოს განჩინებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინა გუდავაძე ბადრი პატარკაციშვილის ერთადერთი კანონიერი მეუღლე იყო”.

ბადრი (არკადი) პატარკაციშვილმა და ინა გუდავაძემ 1979 წელს თბილისში იქორწინეს. აღნიშნული დღიდან მოყოლებული, ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის გარდაცვალებამდე, ინა გუდავაძე მის კანონიერ მეუღლედ რჩებოდა.

ბადრის მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, აგრეთვე მისმა უახლოესმა ნათესავებმა დედამ და დებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ბედნიერი ქორწინება, რომლის შედეგადაც წყვილს ორი ქალიშვილი - ლიანა და ია შეეძინა.

ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვის შემდეგ , კიდევ ერთი ქორწინების დეტალები ამოტივტივდა, რომელიც ვითომდა 1997 წლის 16 მაისს, პეტერბურგში, ბადრი პატარკაციშვილსა და ოლგა საფონოვას შორის შედგა.

რაც შეეხება ოლგა საფონოვას ვაჟს - დავითი, ბადრის შვილად ითვლება.

წაკითხულია: 949 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსულ ჯარს ფოთში უკანონოდ აგებული ორი ბლოკ-პოსტი ორ დღეში უნდა დაეტოვებინა, მცდარი აღმოჩნდა ისინი კვლავ განაგრძობენ სანგრების თხრას და მათში თავიანთი მძიმე ტექნიკის ჩაყენებას.

იგივე სიტუაციაა გორის რაიონის სოფლებში, სადაც კონფლიქტის გარეთ რუსული საგუშაგოებია გახსნილი და სამშვიდობოების ნიღაბ მორგებული ოკუპანტები მძიმე ტექნიკითა და ჯავშანმანქანებით აკონტროლებენ საქართველოს ტერიტორიას.

რუსეთი, რომ დანაპირებს არ ასრულებს მსოფლიო საზოგადოებისათვის თვალსაჩინოა და 1 სექტემბრისთვის დაგეგმილ ევროკავშირის სამიტს, წინ ცივილიზებულ სამყაროს, რუსეთისადმი ნეგატიური განწყობა ეტყობა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის დანა პერინოს განცხადებით, ”აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულმა მხარემ დანაპირები შეასრულოს”.

- ”ჩვენ ძლიერ შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას, რომელსაც ხელი ორი კვირის წინ მოაწერა. აშშ რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოსკოვმა დანაპირები შეასრულოს” - განაცხადა პერინომ. მისივე თქმით, ამერიკული მხარე დარწმუნებულია, რომ ”ზეწოლას დადებით შედეგები მოჰყვება საქართველოსთვის, რუსეთი კი დანარჩენი მსოფლიოსგან აბსოლიტურ იზოლაციას მიიღებს”.

ასევე ევროკავშირი მსოფლიოს მსხვილ ბიზნესმენებს რეკომენდაციით მიმართავს, რუსეთში საკუთარი კაპიტალის დაბანდება შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ”კომერსანტი” ავრცელებს.

”კომერსანტის” ცნობით, ”აღნიშნული გადწყვეტილებით ევროკავშირი შეეცდება, აღიარებინოს მათ, რომ რუსული ბაზარი არამყარია და დიდ რისკებთან არის დაკავშირებული”.

გაზეთი იმასაც აღნიშნა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 834 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ რა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ ბერკეტებს აამოქმედებს, საქართველოს მიმართ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი” ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

ქართული პოლიტიკური წრეები დიდ იმედებს ამყარებენ 1-ელი სექტემბრისათვის დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე, მოსკოვისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტები ამოქმედდება. თქვენი აზრით, რა სახის ეკონომიკურ და ფინანსურ ბერკეტებზე შეიძლება იყოს საუბარი და აღმოჩნდება კი ეს საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს საქართველოს საკითხში ანგარიში გაუწიოს ცივილიზებულ სამყაროს?
- პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის გამოსვლამ ევროპარლამენტის კომისიაზე, ისეთი ეფექტი ვერ მოახდინა და ”სოციალისტებმა” და ”მწვანეებმა” საერთოდ დაბლოკეს საკითხი და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის მოქმედებას ევროპარლამენტი საერთოდ არ განიხილავს. მთავარ მიზეზად ევროპარლამენტარებმა მათთვის ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია დაასახელეს.

ვფიქრობ, მოლოდინი იმისა, რომ ევროკავშირი რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, გადაჭარბებულია. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, თავის პოლიტიკურ ბერკეტებს აამოქმედებს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე რაღაცეებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ევროკავშირის რეაქცია რუსეთის მიმართ, შესაძლოა, მთლად ისეთი ადეკვატური არ იყოს, როგორიც ჩვენი მოლოდინია.

საქმე ის არის, რომ დასავლეთში 8 აგვისტოს შემდეგ განვითარებული მოვლენების გააზრება ხდება. მართლაც, ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 826 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 2.0/1 | კომენტარი (0)

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიო ყურადღების ცენტრში 26 აგვისტოდან მოექცა. იმ დღიდან, როცა პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი ხელმოწერით “სავსებით ლეგიტიმური” გახადა.

მსოფლიოს მოთმინებიდან გამოსაყვანად რუსეთის ეს ქმედება ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მსოფლიო ლოდერები რუსეთის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაში ისეთი ერთსულოვანნი იყვნენ, როგორც არასდროს...

ექსპერტების ვარაუდი, რომ რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საბოლოოდ მას თვითიზოლაციის პირობებში მოაქცევდა, გამართლდა, თუმცა საამისოდ მთელი რიგი სადამსჯელო სანქციების გატარებაა საჭირო.

დაიწყება თუ არა რეალურად რუსეთის იზოლაციის პროცესი, რომლისთვისაც მზადყოფნას საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად გამოთქვამს, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 1 სექტემბრის სამიტამდე ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. მისივე თქმით, ევროკავშირის სამიტზე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საკითხი განიხილება. აღნიშნული განცხადება მსოფლიო საზოგადოებას ფრანგმა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა გააცნო.

აღნიშნულ სამიტს საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დაესწრება, რომელიც ბრიუსელში, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს გაემგზავრება. პრეზიდენტი სააკაშვილი სამიტზე გამგზავრებას ვერ შეძლებს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ რუსულმა მხარემ საჰაერო სივრცე შეგნებულად ჩაკეტ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 793 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთში აშშ-ს ელჩი ჯონ ბაიერლი გაზეთ “კომერსანტს” და საინფორმაციო სააგენტოებს “ლენტა რუს”, “ინტერფაქსს” და “იტარ-ტასს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულება.

კერძოდ, ზემოხსენებულმა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ბაიერლის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ელჩი თითქოს აცხადებდა, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში კანონიერად დაიცვა საკუთარი მოქალაქეები.

ელჩის ოფიციალური განმარტებით, მას მსგავსი რამ საერთოდ არ უთქვამს რუსი ჟურნალისტებისთვის.

ბაიერლის თქმით, მისი, ისევე როგორც ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია ცალსახაა – რუსეთმა საქართველოს მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა და რუსეთის ჯარებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია

წაკითხულია: 825 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პუტინი რუსეთში ამერიკული ხორცის იმპორტს ამცირებს.

ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა "სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"19 ამერიკული საწარმოს პროდუქციამ, რომელთა შემოწმება მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში მიმდინარეობდა, რუსი სპეციალიტების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა" - განაცხდა პუტინმა და დასძინა, რომ „ამის გამო ამერიკული ფრინველის და ხორცის იმპორტის კვოტები რამდენმე ასეული ათასი ტონით შემცირდება“.

როგორც ცნობილია, რუსეთი ფრინველის ხორცის ამერიკული ბაზრის 75%-ს მოიცავს.

წაკითხულია: 803 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. რუსეთის მხრიდან  საქართველოს ანექსიის მცდელობას მსოფლიო შეშფოთებული შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ  რუსთის გადაწყეტილება კიდევ უფრო   ძაბავს ურთიერთობას. ” ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, მაქსიმალურად ფართო კოალიციის შექმნა საქართველოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,”- განაცხადა დევიდ მილიბენდმა.

გერმანიის კაცლერისათვის რუსეთის გადაწყვეტილება  ”აბსოლუტურად მიუღებელი” აღმოჩნდ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 826 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაეროში მორიგი სხდომა გაიმართა. უშიშროების საბჭოს წევრები ქართული მხარის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

გაერომ მედვედევის გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელა.

რუსეთი გაეროს  დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლების  მოსმენას სთხოვდა. მიუხედავად ამისა ცხინვალისა და აფხაზეთის  ე.წ.  რესპუბლიკების წარმომადგენლები სხდომაზე არ დაუშვეს.

დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და საქართ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 873 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (0)

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის დავით დარჩიაშვილის აზრით, "მსოფლიო ცდილობს. რუსეთს ყველაფერ იმაზე ააღებინოს ხელი, რაც ცივილიზებულობის ფარგლებში არ ჯდება, მაგრამ არ სურს, ეს ისე გააკეთოს, რომ რუსეთმა მთლიანად აიღოს ხელი ცივილიზებულობაზე". როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, "დღეს რუსეთი წარმოადგენს გაგიჟებულ, სასიკვდილოდ დაჭრილ პოლიტიკურ სხეულს, რომელსაც ახლოს არ უნდა მიეკარო, რადგან თავისი მაინც დაემართება".  "ყველაფერი ის, რაც საქართველოში მოხდა, იყო პუტინის ავანტიურა, რომელსაც იმდენად არ ესმის თანამედროვე ღირებულებები, რომ სამყარო სულ სხვანაირი ეგონა. პუტინს ახლაც ჰგონია, რომ რაღაც მანიპულაციებით, ირანისა და კიდევ სხვა თემებზე ვაჭრობით დაშლის დასავლეთს, მაგრამ ეს არ გამოსდის და არც გამოუვა. უბრალოდ დროის ამბავია, დრო კი რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს" - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.  ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ "რუსეთში ყველა გიჟი არ არის და არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ხვდებიან, რა დღეში ჩავარდნენ".
წაკითხულია: 866 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

“საქართველომ და უკრაინამ MAP-ი, შესაძლოა, დეკემბრამდე მიიღონ”, - ეს განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა კიევში ვიზიტის დროს გააკეთა.

დასავლეთში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია დაჩქარებული ტემპით მოხდება. შეიძლება ითქვას, რომ ალიანსი იმ შეცდომის გამოსწორებას ეცდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დროს დაუშვა.

მაშინ ოფიციალურ თბილისსა და კიევს MAP-ის მინიჭებაზე უარი ეთქვა. თუმცა, კომუნიკეში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ნატო-ს წევრები.

დღეს ბევრი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიას გადაურჩებოდა, თუკი მას MAP-ი ექნებოდა. რუსეთის სახელისუფლო ელიტა აღარ ერიდება, თქვას, რომ ომის მთავარი მისია სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში პრორუსული ძალების მოყვანა იყო.

ამით კი შეჩერდებოდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. თუმცა, კრემლის გეგმამ ვერ იმუშავა და პირიქით, საქართველოს ნატოში შესვლისთვის კიდევ უფრო მეტი შანსი მისცა.

ნატო-ში დაჩქარებული ტემპებით
შესაძლოა, ევროპამ საკუთარი შეცდომის გამოსწორება დროულად დაიწყოს. ყველა დარწმუნებულია, რომ დეკემბრის მინისტერიალზე საქართველო უკრაინასთან ერთად MAP-ს მიიღებს. თუმცა, უკვე არც იმას გამორიცხავენ, რომ რიგგარეშე მინისტერიალი დაინიშნოს და ამ ქვეყნებმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მოსალოდნელზე ადრე მიიღონ.

ექსპერტთა აზრით, მას შემდეგ, რაც რუსეთი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 945 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განცხადებით, "მთელი სამყარო საქართველოსთან ერთად ამბობს, რომ რუსეთი არა მხოლოდ დაიშლება, როგორც საბჭოთა კავშირი, არამედ დაინგრევა როგორც კართაგენი, თუ გონს დროულად არ მოეგება". "რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავს საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრედ აცხადებს, ფედერაციის ნამდვილი მმართველი კი საბჭოთა კავშირის დაშლას ღიად მიიჩნევს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად. სამწუხარო ფაქტია, რომ პუტინს ამ განცხადების გაკეთებისთანავე მსოფლიომ განმარტებები არ მოსთხოვა" - აცხადებს ნიკა რურუა, რომლის თქმით, "დღეს რუსეთს ყოფილი საბჭოთა უშიშროების ოფიცრები მართავენ, რომლებიც ძალიან სპეციფიური, არაჯანსაღი და დანაშაულებრივი მენტალილეტით გამოირჩევიან და  მათ ცივი ომის დამთავრება საკუთარ მარცხად მიაჩნიათ". "სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის მზად არიან, შური იძიონ და სამაგიერო გადაუხადონ თავისუფალ სამყაროს. ამ დანაშაულებრივი მენტალიტეტის რეზულტატია რუსული ინეტრვეცია და ოკუპაცია საქართველოში, რაც  სახელმწიფოებრივი ტერორის ძალიან ნათელ მაგალითს წარმოადგენს. დღევანდელი დადგენილებით ჩვენ ვაძლებთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ შეფასებას ამ აგრესიის აქამდე ყოვლად წარმოუდგენელ გამოვლინებას და ამ ბრძოლაში ჩვენ არა ვართ მარტო" – განაცხადა ნიკა რურუამ.
წაკითხულია: 934 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს მთავრობა მსოფლიო თანამეგობრობას საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. "საქართველოს მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შეიქმნას საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს იმ მოვლენებს, რომელიც წინ უძღოდა ამ შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს - სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს, მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, სრულად ითანამშრომლოს ამ კომისიასთან, წარუდგინოს მას საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი ნორმის გათვალისწინებით. "რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, 30-ზე მეტი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის საჰაერო და საარტილერიო დაბობმვა, 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, ათიათასობით ადამიანის მიმართ ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის - გზების, რკინიგზის, ხიდების, აეროდრომების, პორტების განადგურება ან დაზიანება, უნიკალური ბიოსისტემების განადგურება", - აღნიშნულია განცხადებაში.
წაკითხულია: 816 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს გავლით ტრანზიტულ ფრენებზე შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა. "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მოახდინეს სენაკის რადიოლოკატორის გათიშვა და ხორციელდებოდა რუსეთის სამხედრო ავიაციის არასანქცირებული ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში, მიმდინარე წლის  8 აგვისტოდან საქართველოს საჰაერო სივრცის გარკვეული უბნები დროებით დაკეტილი იქნა, 17 აგვისტოდან კი ეს შეზღუდვა მოიხსნა. ამ წერტილებზე მიმოსვლა აღდგენილ იქნა ეტაპობრივად. დღეისათვის შეზღუდვები მთლიანად მოხსნილია როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს გავლით ტრანზიტული ფრენებისათვის" – ნათქვამია ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
წაკითხულია: 798 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დღეს შვეიცარიის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ტომას ბუჩელი ეწვია. ტომას ბუჩელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსს ნინო ბაქრაძეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიმართ განხორციელებულ რუსულ სამხედრო აგრესიაზე, საერთაშორისო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობაზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრაზე შვეიცარიისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
წაკითხულია: 915 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოსკოვს მოუწოდა ქართველი სამხედროების მიმართ რუსეთის ბრალდებებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება დაუშვას.

როგორც შტაინმაიერმა განაცხადა, რუსეთმა და საქართველომ დოკუმენტურად უნდა დაადასტურონ, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბარბაროსული მკვლელობები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხდებოდა და დააზუსტონ, რა მასშტაბებს მიაღწია ამ ბარბაროსობამ.

გერმანელი მინისტრის აზრით, რუსეთს შეუძლია გამოძიებაში ჩართოს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ეუთო.

”ინტერფაქსმა” სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დანაკარგის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა წარმოადგინა.

28 აგვისტოსთვის ცნობილია 1692 დაღუპულის და 1500 დაჭრილის შესახებ. ადრე სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა 1492 დაღუპულის შესახებ აცხადებდა. 3,5 ათასი მოქალაქე კი დაზარალებულად არის ცნობილი.

წაკითხულია: 925 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის სამიტზე 1 სექტემბერს საქართველოს წარმოადგენენ - პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განხილვის საგანი საქართველოში არსებული მდგომარეობა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხი იქნება.

სამიტი საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარემ მოიწვია.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს პირველი სექტემბრის სამიტის დაწყებამდე განიხილავენ.

მისივე თქმით, ევროკავშირის სამიტზე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საკითხი განიხილება.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ბრიუსელში, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს გაემგზავრება.

წაკითხულია: 855 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და იტალიიდან ჩამოსული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რუსი სამხედროების ნამოქმედარის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა აგიტ მირზოევმა განუცხადა, 25 აგვისტოდან საქართველოში რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის და იტალიის არასამთავრობო ორგანიზაციათა და ექსპერტთა მონიტორინგის ჯგუფი იმყოფება, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას სწავლობენ.

მირზოევის თქმით, მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. სამხედრო და პოლიტიკური სფეროს გარდა შესწავლილ იქნება ჰუმანიტარული და დაზარალებულთა უფლებების დარღვევის თუ დაცვის ფაქტები.

- ”მონიტორინგის გარდა, ჩამოსული ექსპერტები შეეცდებიან ხმა მიაწვდინონ რუსეთის საზოგადოებას, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. იქ საინფორმაციო ვაკუუმია. აქაც არავინ იცის იმის შესახებ, რომ რუსეთშიც არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო რუსეთის ხელისუფლების მისამართით საპროტესტო აქციებს მართავენ. აქ მყოფი რუსი ექსპერტები რუსული სამხედროების ნამოქმედარით შოკში არიან”, - განაცხადა აგიტ მირზოევმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში მყოფი მონიტორინგის ჯგუფი სპეციალურ მიმართვას შეადგენს, სადაც რუსეთის ხელისუფლებას შეახსენებს იმ ვალდებულებების შესახებ, რაც მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე აიღეს.

მონიტორინგის ჯგუფის შეფასებების ოქმი 4 სექტემბერს ევროპის სასამართლოს რიგგარეშე სესიაზე იქნება წარდგენილი, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 829 | თარიღი: 29.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz