ხუთშაბათი, 26.12.2024, 15:58
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 29 » სამყარო ”ცივი ომის” იტალიური ან პოლონური პროექტის მოლოდინში
სამყარო ”ცივი ომის” იტალიური ან პოლონური პროექტის მოლოდინში
20:33
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსულ ჯარს ფოთში უკანონოდ აგებული ორი ბლოკ-პოსტი ორ დღეში უნდა დაეტოვებინა, მცდარი აღმოჩნდა ისინი კვლავ განაგრძობენ სანგრების თხრას და მათში თავიანთი მძიმე ტექნიკის ჩაყენებას.

იგივე სიტუაციაა გორის რაიონის სოფლებში, სადაც კონფლიქტის გარეთ რუსული საგუშაგოებია გახსნილი და სამშვიდობოების ნიღაბ მორგებული ოკუპანტები მძიმე ტექნიკითა და ჯავშანმანქანებით აკონტროლებენ საქართველოს ტერიტორიას.

რუსეთი, რომ დანაპირებს არ ასრულებს მსოფლიო საზოგადოებისათვის თვალსაჩინოა და 1 სექტემბრისთვის დაგეგმილ ევროკავშირის სამიტს, წინ ცივილიზებულ სამყაროს, რუსეთისადმი ნეგატიური განწყობა ეტყობა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის დანა პერინოს განცხადებით, ”აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულმა მხარემ დანაპირები შეასრულოს”.

- ”ჩვენ ძლიერ შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას, რომელსაც ხელი ორი კვირის წინ მოაწერა. აშშ რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოსკოვმა დანაპირები შეასრულოს” - განაცხადა პერინომ. მისივე თქმით, ამერიკული მხარე დარწმუნებულია, რომ ”ზეწოლას დადებით შედეგები მოჰყვება საქართველოსთვის, რუსეთი კი დანარჩენი მსოფლიოსგან აბსოლიტურ იზოლაციას მიიღებს”.

ასევე ევროკავშირი მსოფლიოს მსხვილ ბიზნესმენებს რეკომენდაციით მიმართავს, რუსეთში საკუთარი კაპიტალის დაბანდება შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ”კომერსანტი” ავრცელებს.

”კომერსანტის” ცნობით, ”აღნიშნული გადწყვეტილებით ევროკავშირი შეეცდება, აღიარებინოს მათ, რომ რუსული ბაზარი არამყარია და დიდ რისკებთან არის დაკავშირებული”.

გაზეთი იმასაც აღნიშნავს, რომ ”ევროკავშირს შეუძლია, ევროპულ ბანკებს რჩევა მისცეს, რომ რუსული ბანკებისა და კომპანიების სესხები არ გადაამისამართონ”.

გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩმა ალეხანდრო ვულფმა რუსეთის ქმედებები საქართველოს დანაწევრების მცდელობად და საერთაშორისო წესრიგის პრინციპების დარღვევად შეაფასა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო აღიარებს და პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას.

- ”რუსეთმა ეს ღირებულებები ცალმხრივად დაარღვია. ამ პრეცედენტის შექმნამ, შესაძლოა, უშიშრიების საბჭოს სხვა რეზოლუციების უგულებელყოფამდე მიგვიყვანოს. რუსეთის ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად არის საქართველოს დანაწევრების მცდელობა და საერთაშორისო წესრიგის ყველა პრინციპს არღვევს”, - განაცხადა ვულფმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ძალის გამოყენებით დაიპყრო საქართველოს ტერიტორია, შემდეგ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა და ამ ქმედებების გამართლებას საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით ცდილობს.

- ”საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად მოხდა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა. რუსეთმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს, კონფლიქტურ რეგიონებში პატრულირება კი, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და სამშვიდობოებმა განახორციელონ, რადგან რუსეთის იმიჯი შეილახა”, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენლმა.

1 სექტემბერს, კი ევროკავშირის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ განსახორციელებელ იტალიურ და პოლონურ პროექტებს განიხილავენ. ამის შესახებ გაზეთი ”კომერსანტი” საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარდ კუშნერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, პოლონური პროექტი რუსეთის წინაღმდეგ მკაცრი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს, ხოლო იტალიური შედარებით რბილ კრიტიკას შეიცავს.

- ”იტალიური პროექტი საქართველოს ტერიტორიიდან, მათ შორის ფოთიდან და ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს. რაც შეეხება პოტონურ ვარიანტს, აქ საუბარია რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე”, - წერს გაზეთი.

მოსალოდნელი სანქციებით შეშფოთებული რუსეთი ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასთან რუსეთის მხარდასაჭერად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. კერძოდ, მოლაპარაკებები იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და ფინეთის მხარეებსთან მიმდინარეობს.

გაზეთი წერს: ”სამიტამდე დარჩენილ სამ დღეში რუსეთს იმედი აქვს, რომ დაარწმუნებს ევროპელ პარტინიორებს, შედარებით უფრო რბილ - იტალიურ პროექტს დაუჭირონ მხარი”.

ამასთან ”კომერსანტი” აღნიშნავს, რომ მოსკოვი პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერის სანაცვლოდ ირანის საკითხში პოზიციის შეცვლას და ეკონომიკურ პრეფერენციებს ჰპირდება.

შექმნილი სიტუაცია გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მსოფლიოში ე.წ. ”ცივი ომი” უკვე დაწყებულია. ახლა ისღა დაგვრჩენია 1 სექტემბერს, ევროკავშირის სამიტს დაველოდოთ სადაც გაირკვევა ”ცივი ომი” იტალიური რბილი გეგმით გაგრძელდება თუ პოლონური ”მკაცრი” ტონით.

Просмотров: 838 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz