|
Главная » 2008 » აგვისტო » 25
თავის დროზე, საქართველომ ერთმორწმუნეობის გამო, რუსეთის სახელმწიფოს სთხოვა მფარველობა. თუმცა თანაცხოვრების ისტორიის განმავლობაში, საქართველოსადმი რუსეთის ქმედებები ქრისტიანულ მორალს ხშირად ცდებოდა.
რა პასუხი უნდა გასცენ ოკუპანტებმა თავად უზენაესს, უფალს?! როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყანა თავს დამტყდარ ჯოჯოხეთს და გვქონდეს თუ არა უფლის იმედი? ამ საკითხებზე “ვერსიას” ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) ესაუბრება:
- შემთხვევით არაფერი ხდება. როდესაც ღმერთი განსაცდელს მთელ ერს მოუვლენს, მაშინ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ღვთის განგებას ადამიანი ვერ ჩაწვდება, მაგრამ ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ და ღვთის რისხვის მიზეზებამდე მისვლა ვცადოთ.
დღეს ქართველი კაცი დაბნეულია. ნაწილი დამნაშავეს რუსეთის ფედერაციაში ხედავს, მეორენი ამერიკისკენ იშვერენ თითს. რუსეთის აგრესია თავს დაგვატყდა და შესაძლოა, იმპერიის პროვოცირება აშშ-მ გამოიწვია. ასეთი ვარაუდები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ საკუთარ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს. უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოგვივლინა ღმერთმა ასეთი ჯალათი, რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია, გვტანჯავს?
სახარებაში წერია: “წყეულ იყოს კაცი, კაცის მოიმედე”. უნდა შეგვეძლოს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი. არც თუ შორეულ წარსულს გადავხედოთ - ჩვენ ის ერი არ ვართ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე მოკლა?! ამ მკრეხელობის მიუხედავად, ღმერთი მოწყალეა და დამოუკიდებელი ქვეყანა გვეღირსა, ერის მამის მკვლელობიდან სულ მცირე ხანში. მაგრამ არ დავუნახეთ უფალს ცოდვებისთვის შენდობა - პატრიარქი კირიონი მოვკალით
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 957 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 3.0/2
| კომენტარი (1)
|
თქვენ რუსეთის ფედერაციაში იმყოფებით,”- გენერალი ბორისოვი ცდილობს მსოფლიომდე მიიტანოს ეს გზავნილი. შუაღამისას ის გამშვებ პუნქტთან ჩნდება და გორში არ გვიშვებს (რათა არ გავაღვიძოთ მაცხოვრებლები (?)”). მას გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებს:
- ”ჩვენ უკვე არავისი აღარ გვეშინია. ამერიკელები? ჩვენ მათ გავანადგურებთ”. მართალია ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ბუშმა ბოლოსდაბოლოს მოუწოდა ”თავისუფალ სამყაროს”, მაგრამ, როგორც ჩანს, ბორისოვს არაფერი ადარდებს: ”ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, თქვენ ამას ვერაფერს მოუხერხებთ.”
იმპერიის კონტრშეტევა ომი დაგეგმილი იყო. 6 თვე მიმდინარეობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული არმიის მობილიზება. 6 და 7 აგვისტოს კი ბატალიონები ჩრდილოეთ ოსეთისაკენ გამოეშურნენ. 150-მდე ტანკმა საქართველოს საზღვარი გადმოლახა. რუსული შემოჭრა ”ქართულ პროვოკაციაზე” ”რეაქცია” კი არ იყო, არამედ პასუხი 2003-2004 წლის ვარდების რევოლუციაზე. 1999 წლების ტერაქტებმა მოსკოვში ჩამოაყალიბა რეჟიმი, რომელიც ყოველგვარ ზღვარს გადადის.
ის ვერ იტანს ოპოზიციას. გუშინ - ჩეჩნეთი, დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა. 2005 წლის დასაწყისში, როცა ”ნარინჯისფერი რევოლუციის” შუაგულში გატარებული ორი თვის შემდეგ უკან ვბრუნდებოდი, ანა პოლიტკოვსკაიამ ჩემს ენთუზიაზმს ცივი წყალი გადაასხა: ”მათი რეაქცია საშინელი იქნება, იმდენად საშინელი, რამდენადაც ეს რევოლუციებია არაჩვეულებრივი.”. და, აი, ბატონო.
დასავლეთო, რამდენი დივიზია? ლავროვი, CNN-ის კადრებს რომ უყურებდა, ეღიმებოდა: ჩემთვის გასაგებია მათი ჩარევა, მათ ყველაფერი საქართველოზე დადეს და აი, შედეგიც”. დრო იღბლიანად იქნა შერჩეული: ბუშის
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 837 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პირველი სომეხი პრეზიდენტის პასუხები “ა1+”-ის კითხვებზე
ბატონო პრეზიდენტო, რუსეთ-საქართველოს ომს რატომ არ მისცეს სერიოზული შეფასება სომხეთის არც ხელისუფლებამ, არც პოლიტიკურმა პარტიებმა და არც პოლიტოლოგებმა? - შენიშვნას ვერ დავეთანხმები და დავაზუსტებ: ომი ქართულ-ოსური იყო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიზარდა რუსულ-ქართულ ომში.
ანუ, ინიციატორი საქართველო იყო და რუსეთი იძულებული გახდა, ჩარეულიყო? - არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ, ფაქტების კონსტატირებას ვახდენ. უდავოა, ომი საქართველომ სამხრეთ ოსეთის ლიკვიდაციის მიზნით გააჩაღა. რუსეთმა ოსები გენოციდისგან იხსნა და მის დახმარებას 6 საათით მაინც რომ დაეგვიანა, დღეს სამხრეთ ოსეთი აღარ იარსებებდა.
მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილი ომის ინიცირებას ვერ მოახდენდა აშშ-ს თანხმობის გარეშე? - გამოვრიცხავ, ისეთ სერიოზულ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა, შეეძლო, ვინმესთვის მსგავსი ავანტიურისკენ ებიძგა. სააკაშვილმა არასწორად გაიგო ან აღიქვა დასავლეთიდან მიღებული მეგობრული სიგნალები.
თუ ასეა, ომი რის იმედად წამოიწყო, რა გათვლა გააკეთა? - გათვლა ასეთი იყო: პირველი - მოულოდნელობა, მეორე - უსაფუძვლო იმედი, რომ მეგობრული ქვეყნები, ფაქტის წინაშე დადგომის შემდეგ, მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ და მესამე - საქმე გვაქვს ტიპიურ შემეცნებით აზროვნებასთან, როცა სურვილს სინამდვილედ აღიქვამენ.
თუ საქართველოს “მოულოდნელობის ფაქტორის” გამოყენება სურდა, დესანტის წყალობით რ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1036 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 2.5/2
| კომენტარი (0)
|
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ტომას ჰამარბერგი ამ წუთებში საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ხვდება.
შეხვედრაზე დევნილების უფლებების დარღვევის ფაქტები და რუსული აგრესიის შედეგად შექმნილი პრობლემები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თბილისში, ყოფილ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობაში შესახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო.
წაკითხულია: 905 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გაუმარჯოს საქართველოს და ქართველ ხალხს! ღმერთი ჩვენთანა და ნურაფრის შეგვეშინდება!
წაკითხულია: 831 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, “თუ რუსეთი მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს და საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარ ჯარებს არ გაიყვანს, გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობა გადაიხედება”.
გერმანიის კენცლერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
”საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარები სრულად ჯერ კიდევ არ გასულან, ეს კი მიღწეული შეთანხმების უხეში დარღვევაა. თუ რუსეთი კვლავ დაარღვევს მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს არ გაიყვანს, გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ძველებურად ვეღარ გაგრძელდება,” - აცხადებს მერკელი.
წაკითხულია: 802 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ამბობს, რომ ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით ეს მისი ბოლო ინტერვიუა. ყოფილი მინისტრი ოსების და აფხაზების გასაგონად ამბობს, რომ ნუ გაიხარებენ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს დროებითი სისუსტით, მარცხით თუ უკან დახევით, რადგან მუდმივი წარმატება სამხედრო საქმეში არ არსებობს. ვისი ბრძანებით ჩავიდა ცხინვალში და რა საუბარი შედგა ომის დაწებამდე მასსა და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსან სოსო ქუთათელაძეს შორის? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ყარყარაშვილთან.
ბატონო გიორგი, მართლა აიღეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ცხინვალი? არ ვიცი. ორი ინფორმაციაა. გარკვეული სამხედრო ხელმძღვანელები იძახიან, რომ იყო აღებული. მეორეს მხრივ, თვითონ ქალაქის აღება რასაც ნიშნავს, არ იყო აღებული. თამარაშენის მხრიდან 300 მეტრით იყვნენ წინ წაწეული, ფრისის მხრიდან იყვნენ სიღრმეში შესულები დაახლოებით 300 მეტრით, შეიძლება სტადიონამდე იყვნენ ჩასულები. ნიქოზის მხრიდან 700 მეტრით იყვნენ წაწეული. ეს ისეთი საკითხია, რომელიც შეიძლება შევაფასოთ, როგორც ცხინვალის აღება. მაგრამ აღება ნიშნავს იმას, როცა მოწინააღმდეგე არაა საერთოდ შიგნით და დროშას ააფრიალებ. სამხედრო ოპერაციის დაგეგმისას მე კორექტივებს შევიტანდი და პირიქით, ცხინვალს ავარიდებდი.
ანუ როკის გვირაბი იქნებოდა მთავარი სამიზნე? როკის გვირაბის აფეთქება არის ზღაპარი. როკის გვირაბი ასე არ ფეთქდება. 1992 წელის იანვარში გეოლოგიური ინსტიტუტიდან 12 სპეციალისტი მყავდა ჩაყვანილი, მათ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 831 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსული საოკუპაციო ჯარების უკანდახევის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაციები საქართველოში რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ პირთა შესახებ. ქართული სამართალდამცავი სტრუქტურები ჯერჯერობით თავს იკავებენ მსგავსი ფაქტების გახმაურებისგან. თუმცა, “ვერსიის” ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ნამდვილად არსებობენ, რომელთა ნაწილი უკვე დაპატიმრებულია.
საინტერესოა, რომ რუსული აგენტურის გამოვლენის პროცესი დაემთხვა რამდენიმე მოქალაქის დაკავებას რუსეთში, იქაც - ჯაშუშობის ბრალდებით. მათ დიდ ნაწილს ქართული გვარი აქვს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები არიან. შსს ჯერჯერობით, ამ თემაზეც მწირი კომენტარებით შემოიფარგლება და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია, რუსული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ომის პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად მუშაობს.
შსს-ს პოზიციას ექსპერტები და პოლიტიკოსებიც იზიარებენ. გარდა ამისა, მათი აზრით, რუსეთის უშიშროების სამსახურები საგონებელში არიან და არ იციან, რით გაამრთლონ პატარა საქართველოსთან ბრძოლაში მიღებული დიდი დანაკარგები.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია ომის პერიოდში მიყენებული დანაკარგებით. მცირერიცხოვანმა ქართულმა საჯარისო ნაწილებმა დიდი დარტყმა მიაყენა “ძლევამოსილ” რუსულ 58-ე არმიას და მის ხელმძღვანელობას.
რუსეთში შესაძლოა, თვლიან და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ საქართველოს ვიღაცამ მიაწოდა 58-ე არმიის გადაადგილების მარშრუტი. არ არის გამორიცხული, ქართულმა დაზვერვამ მართლაც კარგად იმუშავ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1043 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროსაბჭოს კომისარი ადამიანთა უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგი ცხინვალში იმყოფებოდა და იქ შექმნილ სიტუაციას გაეცნო. მან განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში რუსული აგრესიის პერიოდში განხორციელებული ადამიანების უფლებების დარღვევების შესახებ მოხსენებას ამზადებს.
- ”ჩემი როლი ადამიანთა უფლებების დაცვას გულისხმობს. ის, რაც ცხინვალში ვნახე, ომის უაზრობის რეზულტატია. მე ჩავედი იქ, რომ მენახა, თუ როგორ ილახებოდა ადამიანების უფლებები და ამაზე მოხსენება გამეკეთებინა. შემდეგ კი სხვადასხვა ორგანიზაციები თავად გამოიტანენ საკუთარ დასკვნებს,”- განაცხადა მან.
ჰამერბერგის თქმით, სამხრეთ ოსეთში მომხდარის გამეორება დაუშვებელია, რადგან ეს კაცობრიობის და ადამიანთა უფლებების შეურაცხყოფაა.
ცხინვალსა და მიმდებარე სოფლებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ყველა მხარის პოლიტიკური სპექტრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით დაუყონებლივ უნდა მოხერხდეს. აცხადებს ჰამარბერგი, რომელიც თბილისში, ყოფილ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობაში შესახლებულ დევნილებს შეხვდა.
მისი განცხადებით, უპირველესი ამოცანაა, დაუყონებლივ მოხდეს ტყვეთა გაცვლა, უნდა მოხერხდეს იმ ტყვეების გათავისუფლებაც, რომლებიც ცხინვალში იმყოფებიან.
ევროსაბჭოს კომისირის ინფორმაციით, თუ დევნილი მოსახლეობის თავიანთ სოფლებში დაბრუნება მოხდება, მათ უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოებისა და ყველა სახის დახმარების გარანტია.
- ”ეს კი, სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა იყოს ყველა მხარის პოლიტიკური სპექტრისა თუ ს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 855 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის აზრით, რუსეთ-ნატოს ურთიერთობის შენარჩუნებაში ალიანსი უფრო დაინტერესებულია, ვიდრე რუსეთი.
- ”თუ ნატო ამ თანამშრომლობას ფაქტობრივად გააუქმებს, ჩვენთვის საშიში არაფერი მოხდება. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ურთიერთობის მთლიანად შეწყვეტაზეც კი,”- განაცხადა მედვედევმა ნატოში რუსეთის წარმომადგენელთან დიმიტრი როგოზინთან შეხვედრისას.
როგორც ცნობილია, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა გადაწყვიტეს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავება მედვედევმაც დაადასტურა:
- ”ჩვენი ურთიერთობები ნატოსთან საგრძნობლად გაუარესდა”. როგორც ჩანს, ეს საკითხი მედვედევს ძალიან ადარდებს, რადგან როგოზინს სთხოვა მოეხსენებინა მისთვის, თუ როგორი რაკურსით შეიძლება განვითარდეს ალიანსთან ურთიერთობა.
წაკითხულია: 811 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენ თვითონ” სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც აფხაზი და ოსი სეპარატისტების ლიდერების განეიტრალებაზე იმუშავებს. ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა, პარლამენტის წევრმა პაატა დავითაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუმცა, დავითაია არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება განეიტრალებაში. ”განეიტრალება ფართო ცნებაა. ჯგუფის თითოეული წევრი სეპარატისტთა თითო ლიდერზე აიღებს პასუხისმგებლობას. სეპარატისტები სოხუმისა და ცხინვალის ქუჩებში თავისუფლად ვეღარ ივლიან. ეს სპეციალური ჯგუფი საამისოდ სახსრებს ყველა წყაროდან მოიზიდავს”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, ასეთი ზომების მიღება იმ შემთხვევაში გახდება აუცილებლი, თუ სეპარატისთა წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტები არ იქნება გამოყენებული.
დავითაია მოითხოვს, ვიდრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკდებლობას აღიარებს, საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატისტთა ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმეები სასწრაფოდ - დღეს ან ხვალ უნდა აღძრას, ინტერპოლმა კი მათზე ძებნა გამოაცხადოს.
- ”ამ მოთხოვნას წლების განმავლობაში ვაყენებდი და სანქციები აქამდე რომ გაცემულიყო, დღეს ასეთი შედეგი არ დადგებოდა. შესაძლოა, სანქციების გაცემამ მოსკოვის გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა ვერ მოახდინოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდება, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არვევს”, - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართვა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, საერთაშორისო სამართლის ნორმებ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 818 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ”თუ რუსეთს არ სურს, მსოფლიოსთვის საფრთხობელა გახდეს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი არ უნდა დაუჭიროს”.
როგორც საყვარელიძემ განაცხადა, ”თუ რუსეთი დაფიქრდება საკუთარ მომავალზე და არ სურს, მთელი მსოფლიოსთვის საფრთხობელა გახდეს, იგი სეპარატისტული რეგიონების აღიარებას მხარს არ დაუჭერს”.
ამასთან, პოლიტოლოგს უჭირს იმის პროგნოზირება, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი მედვედევი რუსი პარლამენტარების მიმართვას. ”ჩვენ არ ვიცით, რა განწყობებია ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით თავად რუსეთში, მოვლენების შემდგომი განვითარება კი სწორედ კრემლისა და რუსეთის პოლიტ-ელიტის განწყობაზეა დამოკიდებული. რუსეთის პრლამენტში მსგავსი მოსაზრებები და რეკომენდაციები ადრეც გაჟღერებულა, თუმცა იმჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მათთვის მხარი არ დაუჭერია, რათა დასავლეთთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ, როგორ იქცევა რუსეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა მედვედევმა პარლამენტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს”, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს მსგავსად, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით რუსეთის სახელმწიფო სათათბირომაც მიმართა. დოკუმენტში, რომელიც სათათბირომ მიიღო, ასევე დასმულია საკითხი, ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების შესაქმნელად უმოკლეს ვადაში მოლაპარაკებების გამართვის. ამასთან, საფუძვლები თანამშრომ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 837 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გამარჯობათ ხალხო ჩვენ შევწყვიტეთ ინფორმაციების დადება რამოდენიმე დღით რაგაც პრობლემების გამო და ჩვენ ვერ ვდებით იმ სიახლებს რაც საქართველოში ხდებოდა ამ დღების განმავლობაში რის გამოც ბოდიშ გიხდით ჩვენ ახლა შევეცდებით კიდევ მოგაწოდოთ ახალ ახალი ინფორმაციები
წაკითხულია: 939 |
თარიღი: 25.08.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|