პარასკები, 27.12.2024, 03:50
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » აგვისტო » 25 » ლევონ ტერ-პეტროსიანი: რუსეთმა ოსები გენოციდისგან იხსნა
ლევონ ტერ-პეტროსიანი: რუსეთმა ოსები გენოციდისგან იხსნა
21:50
პირველი სომეხი პრეზიდენტის პასუხები “ა1+”-ის კითხვებზე

ბატონო პრეზიდენტო, რუსეთ-საქართველოს ომს რატომ არ მისცეს სერიოზული შეფასება სომხეთის არც ხელისუფლებამ, არც პოლიტიკურმა პარტიებმა და არც პოლიტოლოგებმა?
- შენიშვნას ვერ დავეთანხმები და დავაზუსტებ: ომი ქართულ-ოსური იყო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიზარდა რუსულ-ქართულ ომში.

ანუ, ინიციატორი საქართველო იყო და რუსეთი იძულებული გახდა, ჩარეულიყო?
- არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ, ფაქტების კონსტატირებას ვახდენ. უდავოა, ომი საქართველომ სამხრეთ ოსეთის ლიკვიდაციის მიზნით გააჩაღა. რუსეთმა ოსები გენოციდისგან იხსნა და მის დახმარებას 6 საათით მაინც რომ დაეგვიანა, დღეს სამხრეთ ოსეთი აღარ იარსებებდა.

მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილი ომის ინიცირებას ვერ მოახდენდა აშშ-ს თანხმობის გარეშე?
- გამოვრიცხავ, ისეთ სერიოზულ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა, შეეძლო, ვინმესთვის მსგავსი ავანტიურისკენ ებიძგა. სააკაშვილმა არასწორად გაიგო ან აღიქვა დასავლეთიდან მიღებული მეგობრული სიგნალები.

თუ ასეა, ომი რის იმედად წამოიწყო, რა გათვლა გააკეთა?
- გათვლა ასეთი იყო: პირველი - მოულოდნელობა, მეორე - უსაფუძვლო იმედი, რომ მეგობრული ქვეყნები, ფაქტის წინაშე დადგომის შემდეგ, მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ და მესამე - საქმე გვაქვს ტიპიურ შემეცნებით აზროვნებასთან, როცა სურვილს სინამდვილედ აღიქვამენ.

თუ საქართველოს “მოულოდნელობის ფაქტორის” გამოყენება სურდა, დესანტის წყალობით რატომ არ შეეცადა როკის გვირაბის გადაკეტვას?
- საქართველოს მიზანი სამხრეთ ოსეთის ხალხის გაწყვეტა კი არა, განდევნა იყო, რაც ჩაკეტილი გვირაბის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ომს რა შედეგები მოჰყვება?
- ომმა მძიმე ზარალი მიაყენა სამხრეთ ოსეთის ხალხს და რუსეთის მშვიდობისმყოფელებს, მაგრამ მისი მთავარი მსხვერპლი თავად საქართველოა, რომელმაც დაკარგა უამრავი ადამიანი, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ქართველებით დასახლებული ანკლავები. სამაგიეროდ, რამდენიმე ათეული ათასი დევნილი მიიღო. ეჭვი არ მეპარება, თავად ქართველი ხალხი ხელისუფლებას პასუხს მალე მოსთხოვს. გულწრფელად ვუსურვებ ქართველ ხალხს, აღიდგინონ ღირსება და თავდაჯერებულობა, რადგან მისი სტაბილურობა და წარმატება სომხეთის ინტერესებსაც უკავშირდება.

ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ (პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და უკრაინა) საქართველოს მხარი უპირობოდ დაუჭირა.
- თბილისში ჩატარებული დემონსტრაცია შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მას უფრო თავის გამოჩენის დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკური მნიშვნელობა.

რუსეთ-საქართველოს ომი გლობალურ პოლიტიკაზე რა გავლენას მოახდენს?
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, ის მაინც ადგილობრივი ან რეგიონული მნიშვნელობისაა. დაუნდობელი ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ამერიკაში ჟღერს, წინასაარჩევნო კონიუნქტურით აიხსნება და ხანმოკლეა. სამხრეთ ოსეთი არ არის ის ეპიცენტრი, რომელიც შეიძლება, ახალი ცივი ომის გაჩაღების მიზეზად იქცეს.

ომმა სომხეთზე რა გავლენა მოახდინა?
- ნათელყო, თუ როგორი სუსტია სომხეთის ეკონომიკა. მეზობელ ქვეყანაში რამდენიმედღიანმა სამხედრო მოქმედებებმა ჩვენი გადაზიდვების სისტემა მოარყია და ბაზარში, გაზისა და ნავთობპროდუქტების სფეროში, პანიკა გამოიწვია. ფოთის პორტისა და სარკინიგზო ხიდის აფეთქება სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. სომხეთის ხელისუფლებამ ეს მწარე რეალობა უნდა შეაფასოს და სათანადო დასკვნები გააკეთოს.

პოზიციური ნეიტრალიტეტი ის მაქსიმუმია, რომელიც სომხეთმა თავის ორ მეგობარ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტისას შეიძლება გამოიყენოს... და, აუცილებლად უნდა იყოს ეს ომი ჩვენთვის გაკვეთილი - სომხეთის ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ჩვენთვის საშიშია, როცა ერთადერთ მეზობელზე ცალმხრივად ვართ დამოკიდებულნი.

რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყარაბაღის პრობლემის მოგვარებისა და სომხურ-თურქული ურთიერთობების დარეგულირებისთვის. და ბოლოს - ავანტიურიზმი პატარა ქვეყნებისთვის დიდი საფრთხეა, რადგან მას თან სდევს ნაციონალური კატასტროფა. პატარა ქვეყნებს არ აქვთ უფლება, ასეთი შეცდომები დაუშვან. ეს მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ.

Просмотров: 1043 | Добавил: admin | Рейтинг: 2.5/2 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz