რაც დრო გადის, საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების თემა სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ის ”ვიწრო პირადი ინტერესები”, რაც რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებაში ამოძრავებს, ბევრად უფრო გლობალურ პრობლემებს ერწყმის.
რუს პოლიტიკოსთა განცხადებები ახლა გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე ომის პერიოდში. ნუთუ ეს მსოფლიოს მხრიდან რუსეთზე განხორციელებული დიპლომატიური ზეწოლის შედეგია? ალბათ, არა... რუსეთი ვერ ითმენს და ვერ მალავს იმ დაჟინებულ სურვილს რაც რეალურად ამოძრავებს...
გუშინ მსოფლიო მედია პრემიერ პუტინის ”სენსაციურ განცხადებას” განიხილავდა, იმის შესახებ, რომ თურმე საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყება ამერიკის შიდა პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა, რათა ამით წინასაარჩევნოდ ხელი შეეწყო ჯონ მაკკეინის კანდიდატურის დაწინაურებისათვის.
მაკკეინი მართლაც გამოირჩევა რუსეთის მიმართ რადიკალური განცხადებებით, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ რამდენიმეთვიანი წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მის რეიტინგს მაინცადამაინც საქართველოში ომი წაადგებოდა.
პუტინის ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტობის მეორე კანდიდატსაც არ გამოჰპარვია. ბარაკ ობამამ მილიონობით ამომრჩევლის წინაშე პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ”ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს რუსულ აგრესიას”.
მაშ რისთვის სჭირდება ამგვარი განცხადებბი რუსეთს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ რუსული პროვოკაციის ანკესს იმაზე დიდი ნადავლი ამოჰყვეს, ვიდრე საქართველოა...
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას აშშ-ს სახელმწოფო დეპარტამენტი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და ამ ბრალდებას სასაცილო უწოდა.
აღნიშნულ მოსაზრება
...
წაიკითხეთ სრულად »