სამშაბათი, 23.04.2024, 21:59
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 30 » საქართველო: რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პოლიგონი
საქართველო: რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პოლიგონი
23:45
რაც დრო გადის, საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების თემა სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ის ”ვიწრო პირადი ინტერესები”, რაც რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებაში ამოძრავებს, ბევრად უფრო გლობალურ პრობლემებს ერწყმის.

რუს პოლიტიკოსთა განცხადებები ახლა გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე ომის პერიოდში. ნუთუ ეს მსოფლიოს მხრიდან რუსეთზე განხორციელებული დიპლომატიური ზეწოლის შედეგია? ალბათ, არა... რუსეთი ვერ ითმენს და ვერ მალავს იმ დაჟინებულ სურვილს რაც რეალურად ამოძრავებს...

გუშინ მსოფლიო მედია პრემიერ პუტინის ”სენსაციურ განცხადებას” განიხილავდა, იმის შესახებ, რომ თურმე საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყება ამერიკის შიდა პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა, რათა ამით წინასაარჩევნოდ ხელი შეეწყო ჯონ მაკკეინის კანდიდატურის დაწინაურებისათვის.

მაკკეინი მართლაც გამოირჩევა რუსეთის მიმართ რადიკალური განცხადებებით, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ რამდენიმეთვიანი წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მის რეიტინგს მაინცადამაინც საქართველოში ომი წაადგებოდა.

პუტინის ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტობის მეორე კანდიდატსაც არ გამოჰპარვია. ბარაკ ობამამ მილიონობით ამომრჩევლის წინაშე პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ”ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს რუსულ აგრესიას”.

მაშ რისთვის სჭირდება ამგვარი განცხადებბი რუსეთს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ რუსული პროვოკაციის ანკესს იმაზე დიდი ნადავლი ამოჰყვეს, ვიდრე საქართველოა...

რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას აშშ-ს სახელმწოფო დეპარტამენტი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და ამ ბრალდებას სასაცილო უწოდა.

აღნიშნულ მოსაზრებას კომენტარი საქართველოს მხრიდანაც მოჰყვა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, იმ განცხადებების და გადაწყვეტილებების, რომელიც ბოლო პერიოდში მოსკოვში მიიღება, რუსეთშიც აღარ სჯერათ.

”პუტინის განცხადება გაგრძელებაა იმ აბსურდული განცხადებების და გადაწყვეტილებების, რაც მოსკოვიდან ამ დღეებში მოდის. ამ დილით ვუყურებდი რუსეთის ერთ-ერთ არხზე, ვის სჯეროდა და ვის არ სჯეროდა. 58 პროცენტს არ სჯეროდა, რომ აშშ-მ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოახდინა პროვოცირება. ეს სჯერა მხოლოდ მარკოვს და ჟირინოვსკის. ხოლო ერთ-ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ პუტინი ჭკვიანია იმისათვის რომ დაიჯეროსო. პუტინის ეს განცხადება საიტებზე დარჩება, როგორც ანაქრონიზმი აზროვნების და არასერიოზული განცხადება და არავის არ ემახსოვრება ეს განცხადებები”, - განაცხადა ცინცაძემ და აღნიშნა, რომ რუსეთს უნდა ამერიკა ჩააბას ომში.

”რუსეთს უნდა ისე გამოიყვანოს, რომ მარტო საქართველო კი არა, ამერიკაც დაამარცხა. დაამარცხა საქართველო მთელი თავისი მეგობრებით და სპონსორებით. ეს არ გამოუვიდა პუტინს. რუსეთი ჯიუტი თანმიმდევრობით თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებს”, - აცხადებს ცინცაძე.

”რუსეთმა თავისი უზარმაზარი სამხედრო მანქანით შეძლო საქართველოს დაჩაგვრა, თუმცა ის მსოფლიო არენაზე საინფორმაციო ომს აგებს,”- ირწმუნება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლიტიკური ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი.

სწორედ ამიტომ გახდა საჭირო და ცდილობს კიდეც რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების აზრის შეცვლას.

”პუტინის განცხადება იმ მიზნით იყო ნათქვამი, რომ გაამართლოს აგრესია და საერთაშორისო საზოგადოების ფუძემდებლური პრინციპების დარღვევა”,-განაცხადა მენაღარიშვილმა.

პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძის თქმით კი, რუსეთის მიერ ამერიკული საფრთხობელას არგუმენტად გამოყენება პირველი შემთხვევა არ არის.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, რუსეთმა თავისი ჯარების შეყვანა უნგრეთში, კუბაში, პრაღაში და ავღანეთში სწორედ ამერიკულ საფრთხობელას დაუკავშირა.

”მაშინაც ამბობდა რუსეთი, რომ ამერიკა ახდენდა ამ ქვეყნების პროვოცირებას. ასე რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს პირველი შემთხვევა არ არის”,-დასძინა აბაშიძემ.

იყო თუ არა რეალურად საქართველო რუსეთ-ამერიკას შორის გავლენის სფეროების გადანაწილების მორიგი მსხვერპლი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა აგვისტოს ომმა, რომ ჩვენს ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა და ეს უდავოა...

ქართველი კაცის გონებაში დიდხანს იარსებებს, ალბათ, ლოგიკური შეკითხვა - რა საჭირო იყო ამხელა მსხვერპლი, ნგრევა და დამცირება, თუკი ჩვენი ქვეყნის ბედს რეალურად მაინც სხვები განაგებენ?.. რა აზრი აქვს ტერიტორიულ მთლიანობას,თუ არ არსებობს დამოუკდებლობა და სუვრენიტეტი.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის განმარტებით, თუ შენარჩუნდა სუვერენიტეტი, თავისუფლება და საქართველო იქნება მართალი საერთაშორისო პრინციპებით, ამას აუცილებლად მოჰყვება ტერიტორიული მთლიანობა.

”500 წლის წინ საქართველოს სხვა საზღვრები ჰქონდა და ის ვეღარ აღდგება. ეს სხვა ისტორიაა, ახლა რაც ხდება, ეს არის გაერო-ს, ევროკავშირის და ნატო-ს არსებობის პირობებში მოქცევა ისე, როგორც იქცეოდნენ მე-11 საუკუნეში და ამას არავინ არ აიტანს,” - აცხადებს დარჩიაშვილი და დასძენს, რომ მხოლოდ დროის საკითხია, რომ ნაკლები სისხლის და ზარალის ფასად ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში აღდგეს.

მისივე აზრით, თუ რუსეთი გააგრძელებს დაპირისპირებას მსოფლიოსთან, დაიწყება სულ სხვა პროცესები. დაიწყება რუსეთის საზღვრების გადაკეთებაც, თუ არა და რუსეთს მოუწევს, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

- ”ვიდრე პუტინი მართველობაშია, კრიზისის შანსი უფრო მეტია, მაგრამ სადამდე ეყოფა პუტინს შანტაჟის ენერგია და სადამდე მისცემს თვითონ რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა ამის ნებას, ეს მათზეა დამოკიდებული” - მიაჩნია დეპუტატს.

რუსული პოლიტიკისთვის ორმაგი სტანდარტით მოქმედება უცხო არა არის. სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ რუსული მთავრობის წარმომადგენელთა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს.

რუსი ”ლიბერალ-დემოკრატები”-ს ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, ჯერ კიდევ გუშინ, სიამაყით აცხადებდა, რომ რუსეთს მხოლოდ ტერიტორიები აინტერესებს, ხოლო ოსები და აფხაზები მოსამსახურეებად სჭირდებათ.

- ”რუსეთს არა აფხაზი და ოსი ხალხი, არამედ ტერიტორიები სჭირდება და აქ დასამალი არაფერია. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ოსებს აქ მოსამსახურეებად დავიყენებთ”, - განაცხადა ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში დუმის დეპუტატმა.

პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მტკიცებით კი, რუსი სამშვიდობოები საქართველოს ტერიტორიის უსაფრთხოების ზონიდან მას შემდეგ გავლენ, რაც რეგიონში უსაფრთხოების პირობები უზრუნველყოფილი იქნება.

- ”როდესაც ბატონ სარკოზის ვესაუბრებოდით, ჩვენ პირდაპირ ვუთხარით, რომ არ ვაპირებდით არანაირი ქართული მიწების ანექსირებას და, რა თქმა უნდა, გამოვიდოდით იმ პუნქტებიდან, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. მაგრამ გავალთ უსაფრთხოების იმ ზონაში, რომელზეც იყო საუბარი წინა საერთაშორისო შეთანხმებებში”, -აღნიშნა პუტინმა გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში.

პუტინის თქმით, მათი მიზანი ”მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ახალი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებაა”.

- ”მაგრამ არც იქ არ ვაპირებთ მუდმივად დარჩენას. მივიჩნევთ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ ამ რეგიონში უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ, არ მივცეთ უფლება, ჩუმად, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა, თავი მოუყაროს შეიარაღებას, ტექნიკას და შექმნას წინაპირობა ახალი კონფლიქტისთვის”.

გაუგებარია, რომელი ტერიტორიების შემადგენლობით აღიარებს პუტინი საქართველოს მთლიანობას, შედიან თუ არა მის შემადგენლობაში ”ახლადგამომცხვარი” რესპუბლიკები, ან სმენიათ თუ არა ოს და აფხაზ ხალხს რუსეთის სურვილი მათ დამონების შესახებ...

იმედია, საქართველოს შემდგომი ისტორია გაცილებით სასიამოვნო ფაქტებს გააერთიანებს, თუმცა არსებული რეალობა ბევრად სამწუხარია.

საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენების შემდეგ რუსების დამოკიდებულება ქართველების მიმართ მნიშვნელოვნად გაუარესდა, ამას მოწმობს სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

სოციოლოგთა ინფორმაციით, ყოველი მეორე რუსი სამხრეთ ოსეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ უფრო ცუდად განეწყო ქართველების მიმართ.

- ”გამოკითხულთა 41 პროცენტს საკუთარი აზრი არ შეუცვლია, ხილო 2 პროცენტს ქართველებზე აზრი უკეთესობისკენ შეეცვალათ”, - აღნიშნავს ინტერნეტ საიტი ”ვეციომი”.

მათი ინფორმაციით, 18-24 წლის ასაკის კატეგორიაში ქართველების მიმართ უარყოფითადაა განწყობილი - 54 პროცენტი, ხოლო 25-34 წლის ასაკის კატეგორიში ნეგატიურად განწყობილია - 48 პროცენტი.

ეს კი, ალბათ, საგანგაშო სიგნალია, რადგან გაუცხოებული ერებისთვის მსოფლიო ცივილიზაციის ფერხულში ჩაბმა სულ უფრო რთული გახდება.

Просмотров: 853 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz