ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ტომას ჰამარბერგი ამ წუთებში საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ხვდება.
შეხვედრაზე დევნილების უფლებების დარღვევის ფაქტები და რუსული აგრესიის შედეგად შექმნილი პრობლემები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თბილისში, ყოფილ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობაში შესახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო.
|