ოთხშაბათი, 24.04.2024, 19:50
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 25 » ქართული გაკვეთილები
ქართული გაკვეთილები
21:51
თქვენ რუსეთის ფედერაციაში იმყოფებით,”- გენერალი ბორისოვი ცდილობს მსოფლიომდე მიიტანოს ეს გზავნილი. შუაღამისას ის გამშვებ პუნქტთან ჩნდება და გორში არ გვიშვებს (რათა არ გავაღვიძოთ მაცხოვრებლები (?)”). მას გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებს:

- ”ჩვენ უკვე არავისი აღარ გვეშინია. ამერიკელები? ჩვენ მათ გავანადგურებთ”. მართალია ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ბუშმა ბოლოსდაბოლოს მოუწოდა ”თავისუფალ სამყაროს”, მაგრამ, როგორც ჩანს, ბორისოვს არაფერი ადარდებს: ”ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, თქვენ ამას ვერაფერს მოუხერხებთ.”

იმპერიის კონტრშეტევა
ომი დაგეგმილი იყო. 6 თვე მიმდინარეობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული არმიის მობილიზება. 6 და 7 აგვისტოს კი ბატალიონები ჩრდილოეთ ოსეთისაკენ გამოეშურნენ. 150-მდე ტანკმა საქართველოს საზღვარი გადმოლახა. რუსული შემოჭრა ”ქართულ პროვოკაციაზე” ”რეაქცია” კი არ იყო, არამედ პასუხი 2003-2004 წლის ვარდების რევოლუციაზე. 1999 წლების ტერაქტებმა მოსკოვში ჩამოაყალიბა რეჟიმი, რომელიც ყოველგვარ ზღვარს გადადის.

ის ვერ იტანს ოპოზიციას. გუშინ - ჩეჩნეთი, დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა. 2005 წლის დასაწყისში, როცა ”ნარინჯისფერი რევოლუციის” შუაგულში გატარებული ორი თვის შემდეგ უკან ვბრუნდებოდი, ანა პოლიტკოვსკაიამ ჩემს ენთუზიაზმს ცივი წყალი გადაასხა: ”მათი რეაქცია საშინელი იქნება, იმდენად საშინელი, რამდენადაც ეს რევოლუციებია არაჩვეულებრივი.”. და, აი, ბატონო.

დასავლეთო, რამდენი დივიზია?
ლავროვი, CNN-ის კადრებს რომ უყურებდა, ეღიმებოდა: ჩემთვის გასაგებია მათი ჩარევა, მათ ყველაფერი საქართველოზე დადეს და აი, შედეგიც”. დრო იღბლიანად იქნა შერჩეული: ბუშის წარმავალი ადმინისტრაცია; გერმანია, რომელიც პარალიზებულია თავისი მყიფე კოალიციით; იტალია, რომლის სათავეში კლოუნია; ინგლისი თავისი მოჩვენებითი პრემიერ-მინისტრით…

რჩება საფრანგეთი, რომელმაც დაუყოვნებლივ იმოქმედა, მაგრამ აღმოსავლეთში განგაში გამოიწვია, რადგანაც აღიარა ”კრემლის უფლება, დაიცვას რუსულენოვანი მოსახლეობა რუსეთის ფარგლებს გარეთ”. უკრაინამ და ბალტიისპირეთმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

სულმოკლე დასავლეთი მინიშნებებით განსჯის საქართველოს პრეზიდენტის ხასიათს. დიახ, სააკაშვილი არაა განდი. მაგრამ მისმა მისწრაფებებემა საქართველოს სახე შეცვალა: კორუფცია თითქმის ნულამდე დავიდა, უცხოელი ჟურნალისტები სრული თავისუფლებით სარგებლობენ, არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების კონტროლის ქვეშ ტარდება, ეკონომიკა ფეხზე დგება, მთავრობა ფორმირებულია ახლაგაზრდებით, რომლებსაცა მეორე მოქალაქეობაც გააჩნიათ - ამერიკის, ინგლისის ან ისრაელის.

ეს თბილისს კავკასიის შუაგულში მოქცეული დასავლურ ბაბილონს ამსგვასებს. თუ ჩვენ არ დავიცავთ ასეთ საქართველოს, მაშინ როგორღა დავიცვათ შემდგომში დანაწევრებული და კორუმპირებული უკრაინა ან ავტორიტარული და კლანური აზერბაიჯანი?

ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსი სამხედროების გამოსვლის დაწყების მიუხედავად, სახეზეა საგანგაშო ფაქტი: დასავლეთი არასაიმედო საყრდენია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროპის ენერგომომარაგება.

თუ საქართველო დაეცემა, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან რუსეთის გვერდის ავლით გაზისა და ნავთობის მიღების ერთადერთი გზაც გაქრება. მიხეილ სააკშვილიც ამას ამბობს: ”თუ ამას ჩვენთვის არ გააკეთებთ, გააკეთეთ საკუთარი თვისთვის მაინც”.

რა ვქნათ?
სარკოზის მოალაპარაკებები საწყისი წერტილია. ომი უნდა შემწყდარიყო, მაგრამ ხელმოწერილი ტექსტი ორაზროვნებით გამოირჩევა. პირველ რიგში კი, პერიმეტრის გეგმა, სადაც რუსებს შეუძლიათ გაატარონ ე.წ. ”დამატებითი უსაფრთხოების ზომები”. თავიდან საფრანგეთი”გონივრულ პერიმეტრზე” საუბრობდა, შემდეგ - ” რამდენიმე კილომეტრზე”. გენერალი ბორისოვი იცინის: ”იცით, 70 კილომეტრი - ეს ძალიან გონივრულია, რუსული საზომებით”. 70 კილომეტრზე, სამხრეთით უკვე თბილისია.

და შემდეგ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს მოლაპარაკებების საგანი არ არის. სამხრეთ ოსეთი კოსოვო არაა. სერბეთის პროვინციას დამოუკიდებლობა მიენიჭა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი იმ დანაშაულის გამო, რომელიც მილოშევიჩმა და მისმა მემკივიდრეებმა ჩაიდინეს. ხოლო ე.წ.”გენოციდის” შედეგად, რომელიც ქართველებმა ჩაიდინეს, Human Rights Watch-ის მონაცემებით მხოლოდ 47 ადამიანი დაიღუპა.

საქართველო ოსეთის გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც ჩეხეთი სუდეტის გარეშე. თუ რუსული ტანკები ცხინვალის სამხრეთში დადგებიან, თბილისიდან ისინი მხოლოდ ორი საათის სავალზე აღმოჩნდებიან. და, პირიქით - თუ ქართველები ან ევროპელები გააკონტროლებენ როკის გვირაბს, ნებისმიერი შემოჭრისგან საქართველოს კავკასიის მთები დაიცავენ.

დასავლეთის ამგვარი მონაწილეობისთვის არსებობს ზემოქმედების საშუალებები. რუსეთი შეიძლება გავრიცხოთ ”დიდი რვიანიდან” და ევროსაბჭოდან. კრემლში წმინდანები სულაც არ სხედან.

საკმარისია წაართვა უძრავი ქონება და საკუთრება მმართველ-მილიარდერებს ან უარი უთხრა ვიზებზე, რომ მაშინვე დაფიქრდებიან რეჟიმის ”ლიბერალები” - ოლიგარქები, რომელთაც უფრო მეტად ანაღვლებთ ნიცაში არდადეგები, ვიდრე სამხრეთ ოსეთი.

რუსეთი არ ფლობს ხელშეუხებლობის სტატუსს. აუცილებელია, სარკოზის, ბუშის, მერკელის და ბრაუნის რეაგირება. ევროპის მომავალი და მისი ადგილი ისტორიაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

Просмотров: 818 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz