Главная » 2008»აგვისტო»29 » დავით დარჩიაშვილი: "დღეს რუსეთი სასიკვდილოდ დაჭრილი პოლიტიკური სხეულია, რომელსაც ახლოს არ უნდა მიეკარო და თავისი მაინც დაემართება"
დავით დარჩიაშვილი: "დღეს რუსეთი სასიკვდილოდ დაჭრილი პოლიტიკური სხეულია, რომელსაც ახლოს არ უნდა მიეკარო და თავისი მაინც დაემართება"
13:40
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის დავით დარჩიაშვილის აზრით, "მსოფლიო ცდილობს. რუსეთს ყველაფერ იმაზე ააღებინოს ხელი, რაც ცივილიზებულობის ფარგლებში არ ჯდება, მაგრამ არ სურს, ეს ისე გააკეთოს, რომ რუსეთმა მთლიანად აიღოს ხელი ცივილიზებულობაზე". როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, "დღეს რუსეთი წარმოადგენს გაგიჟებულ, სასიკვდილოდ დაჭრილ პოლიტიკურ სხეულს, რომელსაც ახლოს არ უნდა მიეკარო, რადგან თავისი მაინც დაემართება". "ყველაფერი ის, რაც საქართველოში მოხდა, იყო პუტინის ავანტიურა, რომელსაც იმდენად არ ესმის თანამედროვე ღირებულებები, რომ სამყარო სულ სხვანაირი ეგონა. პუტინს ახლაც ჰგონია, რომ რაღაც მანიპულაციებით, ირანისა და კიდევ სხვა თემებზე ვაჭრობით დაშლის დასავლეთს, მაგრამ ეს არ გამოსდის და არც გამოუვა. უბრალოდ დროის ამბავია, დრო კი რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს" - აცხადებს დავით დარჩიაშვილი. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ "რუსეთში ყველა გიჟი არ არის და არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ხვდებიან, რა დღეში ჩავარდნენ".