ხუთშაბათი, 26.12.2024, 16:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 29 » საქართველოს მთავრობა მსოფლიო თანამეგობრობას საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს
საქართველოს მთავრობა მსოფლიო თანამეგობრობას საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს
00:26
საქართველოს მთავრობა მსოფლიო თანამეგობრობას საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. "საქართველოს მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შეიქმნას საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს იმ მოვლენებს, რომელიც წინ უძღოდა ამ შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს - სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს, მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, სრულად ითანამშრომლოს ამ კომისიასთან, წარუდგინოს მას საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი ნორმის გათვალისწინებით. "რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, 30-ზე მეტი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის საჰაერო და საარტილერიო დაბობმვა, 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, ათიათასობით ადამიანის მიმართ ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის - გზების, რკინიგზის, ხიდების, აეროდრომების, პორტების განადგურება ან დაზიანება, უნიკალური ბიოსისტემების განადგურება", - აღნიშნულია განცხადებაში.
Просмотров: 820 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz