გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოსკოვს მოუწოდა ქართველი სამხედროების მიმართ რუსეთის ბრალდებებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება დაუშვას.
როგორც შტაინმაიერმა განაცხადა, რუსეთმა და საქართველომ დოკუმენტურად უნდა დაადასტურონ, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბარბაროსული მკვლელობები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხდებოდა და დააზუსტონ, რა მასშტაბებს მიაღწია ამ ბარბაროსობამ.
გერმანელი მინისტრის აზრით, რუსეთს შეუძლია გამოძიებაში ჩართოს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ეუთო.
”ინტერფაქსმა” სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დანაკარგის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა წარმოადგინა.
28 აგვისტოსთვის ცნობილია 1692 დაღუპულის და 1500 დაჭრილის შესახებ. ადრე სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა 1492 დაღუპულის შესახებ აცხადებდა. 3,5 ათასი მოქალაქე კი დაზარალებულად არის ცნობილი.
|