Главная » 2008»აგვისტო»29 » საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს გავლით ტრანზიტულ ფრენებზე შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა
საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს გავლით ტრანზიტულ ფრენებზე შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა
00:26
როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს გავლით ტრანზიტულ ფრენებზე შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა. "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მოახდინეს სენაკის რადიოლოკატორის გათიშვა და ხორციელდებოდა რუსეთის სამხედრო ავიაციის არასანქცირებული ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში, მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან საქართველოს საჰაერო სივრცის გარკვეული უბნები დროებით დაკეტილი იქნა, 17 აგვისტოდან კი ეს შეზღუდვა მოიხსნა. ამ წერტილებზე მიმოსვლა აღდგენილ იქნა ეტაპობრივად. დღეისათვის შეზღუდვები მთლიანად მოხსნილია როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს გავლით ტრანზიტული ფრენებისათვის" – ნათქვამია ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.