ქართული მხარე იმედს იტოვებს, რომ ევროპა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
“იმედს ვიტოვებ, რომ 1 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის სხდომაზე ევროპა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის სხდომა საქართველოსთვის რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი და სასარგებლო.
“აღნიშნული სხდომა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში შეუწყობს ხელს” – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
როგორც ცნობილია, 1 სექტემბერს ევროკავშირის სხდომა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ინიციატივითაა მოწვეული. სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.