Главная » 2008»აგვისტო»29 » ნიკა რურუა: "რუსეთი არა მხოლოდ დაიშლება, როგორც სსრკ, არამედ დაინგრევა როგორც კართაგენი, თუ გონს დროულად არ მოეგება"
ნიკა რურუა: "რუსეთი არა მხოლოდ დაიშლება, როგორც სსრკ, არამედ დაინგრევა როგორც კართაგენი, თუ გონს დროულად არ მოეგება"
00:27
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განცხადებით, "მთელი სამყარო საქართველოსთან ერთად ამბობს, რომ რუსეთი არა მხოლოდ დაიშლება, როგორც საბჭოთა კავშირი, არამედ დაინგრევა როგორც კართაგენი, თუ გონს დროულად არ მოეგება". "რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავს საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრედ აცხადებს, ფედერაციის ნამდვილი მმართველი კი საბჭოთა კავშირის დაშლას ღიად მიიჩნევს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად. სამწუხარო ფაქტია, რომ პუტინს ამ განცხადების გაკეთებისთანავე მსოფლიომ განმარტებები არ მოსთხოვა" - აცხადებს ნიკა რურუა, რომლის თქმით, "დღეს რუსეთს ყოფილი საბჭოთა უშიშროების ოფიცრები მართავენ, რომლებიც ძალიან სპეციფიური, არაჯანსაღი და დანაშაულებრივი მენტალილეტით გამოირჩევიან და მათ ცივი ომის დამთავრება საკუთარ მარცხად მიაჩნიათ". "სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის მზად არიან, შური იძიონ და სამაგიერო გადაუხადონ თავისუფალ სამყაროს. ამ დანაშაულებრივი მენტალიტეტის რეზულტატია რუსული ინეტრვეცია და ოკუპაცია საქართველოში, რაც სახელმწიფოებრივი ტერორის ძალიან ნათელ მაგალითს წარმოადგენს. დღევანდელი დადგენილებით ჩვენ ვაძლებთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ შეფასებას ამ აგრესიის აქამდე ყოვლად წარმოუდგენელ გამოვლინებას და ამ ბრძოლაში ჩვენ არა ვართ მარტო" – განაცხადა ნიკა რურუამ.