ხუთშაბათი, 26.12.2024, 16:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » აგვისტო » 29 » რუსეთმა დასავლეთისგან სანქციები დაიმსახურა
რუსეთმა დასავლეთისგან სანქციები დაიმსახურა
20:31

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიო ყურადღების ცენტრში 26 აგვისტოდან მოექცა. იმ დღიდან, როცა პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი ხელმოწერით “სავსებით ლეგიტიმური” გახადა.

მსოფლიოს მოთმინებიდან გამოსაყვანად რუსეთის ეს ქმედება ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მსოფლიო ლოდერები რუსეთის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაში ისეთი ერთსულოვანნი იყვნენ, როგორც არასდროს...

ექსპერტების ვარაუდი, რომ რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საბოლოოდ მას თვითიზოლაციის პირობებში მოაქცევდა, გამართლდა, თუმცა საამისოდ მთელი რიგი სადამსჯელო სანქციების გატარებაა საჭირო.

დაიწყება თუ არა რეალურად რუსეთის იზოლაციის პროცესი, რომლისთვისაც მზადყოფნას საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად გამოთქვამს, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 1 სექტემბრის სამიტამდე ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. მისივე თქმით, ევროკავშირის სამიტზე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საკითხი განიხილება. აღნიშნული განცხადება მსოფლიო საზოგადოებას ფრანგმა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა გააცნო.

აღნიშნულ სამიტს საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დაესწრება, რომელიც ბრიუსელში, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს გაემგზავრება. პრეზიდენტი სააკაშვილი სამიტზე გამგზავრებას ვერ შეძლებს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ რუსულმა მხარემ საჰაერო სივრცე შეგნებულად ჩაკეტოს და მას სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მისცეს.

რუსეთის ხელისუფლებას არაფერი სმენია ევროკავშირის მხრიდან სანქციების შემოღების შესაძლებლობის თაობაზე. ”პირველად მესმის სანქციებზე”, - ერთგვარი ირონიით განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეი ლავროვმა და თავისი ფრანგი კოლეგა ბერნარ კუშნერი ავადმყოფურ აზროვნებაში დაადანაშაულა.

- “სანქციების გარდა, ის კიდევ საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინას, მოლდოვასა და ყირიმს დაესხმება თავს. ეს ავადმყოფური აზროვნებაა”, - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

მისი აზრით, ეს განცხადებები დაბნეულობის გამომხატველია. “ზოგიერთი დასავლური დედაქალაქის საყვარელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოლოდინი ვერ გაამართლა”. - ამბობს ლავროვი.

რუსეთის მხრიდან ცალსახა და თვითნებური დამოკიდებულების პრეცედენტი რომ საშიშ სინდრომად არ იქცეს, მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდენებ.

- “უნდა ვაიძულოთ რუსეთი შეწყვიტოს მსოფლიო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ სვლა,” - ერთხმად აცხადებდნენ აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის და ყველა სხვა სახელმწოფოთა პირველი პირები. თუმცა ეს პროცესი ისევე იწელება დროში, როგორც საომარი მოქმედებებისას დაგვიანებით გამოთქმული კრიტიკა...

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი მოსკოვისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას ”შესაშინებელ” საუბრებს უწოდებს.

როგოზინმა ხაზი გაუსვა, რომ ”ეიფორიასა და პანიკაში ჩავარდნა არავის სჭირდება”.

- ”გადაწყვეტილება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ამორალურია და საერთაშორისო ნორმებს არ პასუხობს”, - აცხადებს როგოზინი.

აქვე ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთთან სამშვიდობო ბირთვული შეთანხმება გააუქმოს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა დანა პერინომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში მხარეებს შორის “ცივი ომის” დროს დაწესებულ აკრძალვებზე შეზღუდვები მოიხსნება.

რთული სათქმელია რა იგულისხმება აშშ-ს ამ განცხადებაში, თუმცა მოსალოდნელი საფრთხეები წარმოსადგენად გაცილებით იოლია...

გუშინ გაერო-ში მორიგი უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართამ, სადაც მხარეებმა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელის ირაკლი ალასანიას განცხადება კიდევ ერთხელ მოისმინეს.

- ”საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება, რაც ადამიანთა უფლებების დაცვასა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“,- აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, რუსეთმა ამ ნაბიჯით გაერო-ს არაერთგზის მიღებული რეზოლუციებიც დაარღვია, რაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფს.

- ”რუსეთმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ცივილიზებულ პრინციპებს, მათ შორის გაერო-ს ღირებულებებს. რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება აბსოლუტურად უკანონოა”, - აღნიშნა საქართველოს წარმომადგენელმა.

ირაკლი ალსანიას თქმით, ეს რუსეთის ტერიტორიული ამბიციაა და ამიტომ მის ქმედებებზე მკაცრი საერთაშორისო რეაგირება უნდა მოხდეს, რათა სხვა ქვეყნებშიც იგივე არ განმეორდეს. საერთაშორისო საზოგადოებამ კი შეშფოთება უკვე გამოხატა, რადგან ცხადი გახდა, რომ რუსეთის საქციელი სეპარატიზმის წაქეზებაა.

- ”თავისი ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას აქვს, მაგრამ არა მხოლოდ მათ, ვინც 90-იან წლებში ეთნიკურ წმენდას გადაურჩა და ამჟამად ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, არამედ იმ ხალხსაც, ვინც მაშინ ძალისმიერი მეთოდით საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს”, - განაცხადა ალასანიამ.

როგორც გაერო-ში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის ჩათვლით, 1991 წლის 31 მარტს გამართულ რეფერენდუმზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას. მაშინ ამას მხარი რუსეთმაც დაუჭირა და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც აღიარა. თუმცა, თავისი აღიარებული უარყო.

- ”რუსეთის ყოველთვის აქეზებდა სეპარატიზმს. ამაზე საქართველოს ხმამაღლა საუბარობდა და ცდილობდა, ამაში დასავლეთიც დაერწმუნებინა. ახლა რუსეთმა მსოფლიოს თავისი ნამდვილი სახე აჩვენა”, - აცხადებს ალასანია.

მისივე თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა ის 6-პუნქტიანი გეგემაც დაარღვია, რომელსაც ხელი თავად მოაწერა. ამ დოკუმენტს ხელი საქართველომაც მოაწერა და პირობებს ასრულებს კიდეც. ქვეყანა ამასვე მოითხოვს რუსეთისგანაც.

ალასანიას საპასუხოდ, გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭო აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და კოსოვოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტების გამოყენებისთვის გააკრიტიკა.

- ”აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ დამოუკიდებლობისთვის, ვიდრე კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობის აღიარებაც 17 თებერვალს მოხდა”, -განაცხადა ჩურკინმა გაერო-ს უშიშროების გუშინდელ სხდომაზე.

რუსეთის წარმომადგენელმა გაურკვეველი უწოდა უშიშროების საბჭოს იმ წარმომადგენლების მოქედებებს, ”რომლებმაც მხარი დაუჭირეს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ გააკრიტიკეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება”.

საქართველო მხარდაჭერის გარეშე არც ამჯერად დატივა ამერიკამ და გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩმა ალეხანდრო ვულფმა რუსეთის ქმედებები საქართველოს დანაწევრების მცდელობად და საერთაშორისო წესრიგის პრინციპების დარღვევად შეაფასა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო აღიარებს და პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას.

- ”რუსეთმა ეს ღირებულებები ცალმხრივად დაარღვია. ამ პრეცედენტის შექმნამ, შესაძლოა, უშიშრიების საბჭოს სხვა რეზოლუციების უგულებელყოფამდე მიგვიყვანოს. რუსეთის ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად არის საქართველოს დანაწევრების მცდელობა და საერთაშორისო წესრიგის ყველა პრინციპს არღვევს”, - განაცხადა ვულფმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ძალის გამოყენებით დაიპყრო საქართველოს ტერიტორია, შემდეგ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა და ამ ქმედებების გამართლებას საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით ცდილობს.

- ”საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად მოხდა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა. რუსეთმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს, კონფლიქტურ რეგიონებში პატრულირება კი, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და სამშვიდობოებმა განახორციელონ, რადგან რუსეთის იმიჯი შეილახა”, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენლმა.

ამასობაში სოხუმი რუსეთსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებებს ამზადებს.

- ”ვფიქრობ, ერთი თვის განმავლობაში ყველა აუცილებელ შეთანხმებას მოვამზადებთ, რომლებიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის არის საჭირო. ამავე ვადაში მომზადდება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები”, - აცხადებს აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.

რუსეთში აფხაზეთის ელჩის კანდიდატურაზე საუბრისას კი შამბამ განაცხადა, რომ ამჟამად სოხუმს მოსკოვში იგორ ახბა წარმოადგენს და რუსეთში ელჩადაც იგი დარჩება.

რაც შეეხება ქართული მხარის გადაწყვეტილებას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს რუსეთში ელჩი აღარ ეყოლება. ამ დროისათვის ორი ადამიანის გარდა რუსეთიდან გამოწვეულია ყველა დიპლომატიური პირი.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის მაქსიმალურად შეკვეცის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იქნება თუ არა პასუხი ასეთივე რუსეთის მხრიდან, ჯერ გაურკვეველია.

- ”რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მოსკოვში დოპლომატიური კორპსის რაოდენობა შეამცირა და ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა რუსეთი ანალოგური ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს“, - აცხადებენ ლავროვის უწყებაში.

რთულია შეინარჩუნო დიპლომატიური დამოკიდებულება ისეთ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში როგორიც რუსეთმა საქართველოს შესთავაზა, მითუმეტეს მაშინ, როცა რუსული მონსტრის საცეცებმა დღეს უამრავი უცნობი ქართველი ჯარისკაცის საფლავი დაგვიტოვა.

Просмотров: 797 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz