ხუთშაბათი, 26.12.2024, 16:00
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 29 » მედვედევის გადაწყვეტილებას მსოფლიო გმობს
მედვედევის გადაწყვეტილებას მსოფლიო გმობს
13:42

დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. რუსეთის მხრიდან  საქართველოს ანექსიის მცდელობას მსოფლიო შეშფოთებული შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ  რუსთის გადაწყეტილება კიდევ უფრო   ძაბავს ურთიერთობას. ” ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, მაქსიმალურად ფართო კოალიციის შექმნა საქართველოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,”- განაცხადა დევიდ მილიბენდმა.

გერმანიის კაცლერისათვის რუსეთის გადაწყვეტილება  ”აბსოლუტურად მიუღებელი” აღმოჩნდა. ანგელა მერკელის თქმით, მედვედევის ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.  გერმანიის პირველი პირი ფიქრობს, რომ მის აზრს გაიზიარებს ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა.

” ეს მოვლენების  არასასურველი განვითარებაა. ვგმობთ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. 1 სექტემბერს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება და შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს,”-განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა.

შვედეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ  ”ეს გადაწყვეტილება  საერთაშორისო   სამართლის აშკარა და განზრახ დარღვევას ნიშნავს და ევროპის სტაბილურობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ”

ოფიცილურმა კიევმა კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია , ”ქართული ტერიტორიის ნაწილის ფაქტობივი ანექსია მარიონეტული რეჟიმების შექმნის  და მხარდაჭერის მეშვებით, მეტყველებს რუსეთში  , საერთაშორისო პრობლემების  გადაწყვეტისას , ”ძალის სამართლის”  დოქტრინის რეანიმაციაზე.”

რაც შეეხება იტალიას, აფხაზეთისა და ცხინავლის აღიარების კომენტირებისას რუსეთის ქმედებებს ”უკანონოს” უწოდებენ.

”ნატომ მკვეთრად დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას ეს პრინციპები,”-განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

”დღევანდელ მოვლენებს შესაძლოა ფართო შედეგები მოჰყვეს კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის. გენერალური მდივანი წუხს იმის გამო, რომ  ახლა კრიზისიდან მშვიდად გადწყვეტილების ძიება გართულდება.” -აღნიშნა გაეროს წარმომადგენელმა მიშელ მონტასმა.

”ამ გადაწყვეტის გამო რუსეთის საერთაშორისო როლი დაზარალდება. რუსეთი ვერ დაეყრდობა საერთაშორისო სამართალს ისე, როგორც მას სურს,”-აცხადებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი.

”ეს ფაქტი არღვევს ეუთოს ფუნდამენტურ პინციპებს . რუსეთი ვალდებულია პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს,”-აცხადებს ეუთოს თავმჯდომარე ალექსანდრე სტუბი.

მომხდართან დაკავშირებით მწუხრებას გამოთქვამს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება გაეროს  უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, ევროკავშირსა და სრულიად საერთაშორისო თანამეგობერობის , მათ შორის აშშ-ს აზრს.

ამერიკის  სახელმწიფო დეპარტამეტის წარმომადგენლის თქმით: ”პრეზიდენტ მედვედევის გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია. ნათელია რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იმან, რაც რუსეთმა გააკეთა, უშედეგოდ ჩაიარს.”

”ჩვენ არაფრის გვეშინია, მათ შორის არც ახალი ცივ ომის პერსპექტივის. თუ დასავლეთს სურს   რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, ისინი ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზებს გაიგებენ,”-განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების შემდეგ.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს მსოფლიოს სანქციების არ  ეშინია, რადგან დამოუკიდებელი ქვეყანაა და სკუთარი უზრუნველყოფა შეუძლია.

ევროპა, აშშ, საერთაშორისო ორგანიზაციები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას.  ”შეშფოთებულმა” მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ რუსეთმა ტერიტორიების მითვისება დაწყო და დღეს საქმე მარტო საქართველოს მომავალს არ ეხება.   აფხაზეთისა და ცხინავლის დამოუკიდებლობის აღიარებამ  ევროპის პრესტიჟი კიდევ ერთხელ შელახა.  რუსეთმა საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინა და მრავალგზის მოწოდებები, რომ შეჩერებულიყო( რომელიც უკვე დაგვიანებული იყო ) არაფრად ჩააგდო. თუ რუსეთის ღია აგრესია როგორმე არ შეჩერდა, დარჩება ”ნაღმი ევროპაში ” და კითხვა : ვინ იქნება შემდეგი?

 

Просмотров: 830 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz