გაეროში მორიგი სხდომა გაიმართა. უშიშროების საბჭოს წევრები ქართული მხარის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
გაერომ მედვედევის გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელა.
რუსეთი გაეროს დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლების მოსმენას სთხოვდა. მიუხედავად ამისა ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლები სხდომაზე არ დაუშვეს.
დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთი შეირაღებული ძალების შეყვანისა და შემდგომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო საქართველოს საზღვრების შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულეს.
ამის საპასუხოდ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ეს არის უშინაარსო ბრალდებები, რამდენადაც ვაშინგტონმა და ევროპის მრავალმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა სცნო.
საბჭოს წევრებმა ერთხმად დაგმეს რუსეთის ქმედებები. მიუხედავად აღშფოთებისა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რაიმე სახის დოკუმენტი კვლავ არ მიუღიათ.