საქართველოში შექმნილი ვითარების გამო თბილისში რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ განაცხადა, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ესტონეთისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრები თბილისში ჩამოსავლელად ემზადებიან.
|