საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, ცხინვალში იმაზე ნაკლები რაოდენობის ადამიანია დაღუპული, ვიდრე ამას რუსული მედია ავრცელებს.
ლომაიას მტკიცებით, რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალში ათასობით ადამიანის დაღუპვის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
"დღეს ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ცხინვალში დაღუპულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით ცნობა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, კონფლიქტის ზონაში მსხვერპლი არის, თუმცა ის ძირითადად რუსეთის ავიაციის მიერ ქალაქში განხორციელებულ დაბომბვებს მოჰყვა," - განმარტა ლომაიამ.
|