12 აგვისტო საბანკო სექტორისთვის დასვენების დღედ გამოცხადდა. ხვალ საქართველოში საბანკო ოპერაციები არ განხორციელდება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ რამდენიმე წუთის წინ, მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე აცნობა.
მისი თქმით, საქართველოს ბანკები მზად იყვნენ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ, თუმცა მოსახლეობაში აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
"ბანკებისთვის ხვალ მხოლოდ ერთდღიანი დასვენება გამოცხადდა," - განაცხადა გურგენიძემ და განმარტა, რომ სახელმწიფო უწყებები ხვალ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
|