რუსულმა რეგულარულმა არმიამ ფოთიც დაიკავა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
"სენაკისა და გორის გარდა, რუსეთის ჯარმა უკვე ფოთიც დაიკავა, თუმცა სხვა ქალაქების მიმართულებით რუსეთის ჯარის გადაადგილება არ შეინიშნება," - განაცხადა გურგენიძემ, რომლის განმარტებითაც, რუსი ჯარისკაცები ქართველების წინააღმდეგ აქტიურ საომარ ქმედებებს არ ახორციელებენ.
ამ კონტექტში გურგენიძე ამტკიცებს, რომ თბილისს სახმელეთო შეტევის საშიშროება არ ემუქრება.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების განთავსების თვალსაზრისით, აღნიშნულის გარდა სხვა მხრივ მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა.
როგორც ცნობილია, ბოლო ინფორმაციით, რუსი აგრესორები გორის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ.
|