ზუგდიდის რაიონის პოლიციის შენობების უმრავლესობა რუსული ნაწილების, მათ შორის რუსი სამშვიდობოების მიერ არის აღებული
სოფელი ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს.
ზუგდიდის რაიონის პოლიციის შენობების უმრავლესობა რუსული ნაწილების, მათ შორის რუსი სამშვიდობოების მიერ არის აღებული.
ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების ზონაში, სადაც განთავსებულია სოფელი ხურჩა, აფხაზებისა და რუსების გაერთიანებული ნაწილები შევიდნენ.
ქალაქ ზუგდიდში რუსების პატრულირება ხორციელდება, რაც მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს.
უტიაშვილის განცხადებით, ესენი არიან, როგორც ე.წ. სამშვიდობო ნაწილები, ასევე, რეგულარული ჯარი.