სერგეი ლავროვი: «რუსეთს არ უთქვამს, რომ სააკაშვილის წასვლის გარეშე სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია»
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება უარყოფს მის მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ “მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის გარეშე სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია”.
“თუ საქართველოს ჯარები გავა სამხრეთ ოსეთიდან და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერება ცეცხლის განუახლებლობისა და სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას, მშვიდობა სააკაშვილის შემდგომი ბედის მიუხედავად დამყარდება” – განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა.