საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი მორიგ განცხადებას ავრცელებს. იააპ დე ჰოოპ სხეფერი რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.
მის განცხადებაში მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ბოლო დღეებში განხორციელებული დაბომბვის ფაქტები აგრესიულ ქმედებებად არის შეფასებული.
ამასთან, სხეფერი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი შეუწყოს ოფიციალურ თბილისს სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენაში.
|