აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა საქართველოშია. აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას იგი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრებს. როგორც ცნობილია, მეთიუ ბრაიზა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და მთავრობის წევრებთან გეგმავს შეხვედრას.