საქართველოს მთავრობის ოფიციალური ანგარიში 9 და 10 აგვისტოს მოვლენების შესახებ:
10 აგვისტო
19:10 - რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საავიაციო ქარხანა ”თბილავიამშენი” დაბომბეს. 19:05 - რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის სამოქალაქო აეროპორტზე ბომბი ჩამოაგდო. 17:30 - საქართველომ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ძალები გამოიყვანა კონფლიქტის ზონიდან. 16:10 - რუსეთის თვითმფრინავმა ერთადერთი დარჩენილი ხიდი დაბომბა მაგისტრალზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, რამაც ხიდზე ცეცხლი გააჩინა. ცეცხლი ჩააქრეს და მოძრაობა აღდგა. 16:05 - რუსულმა თვითმფრინავებმა გორი დაბომბეს. 15:10 - რუსულმა ძალებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო კოდორის ხეობაზე სახმელეთო იერიში დაიწყეს. 15:00 - რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონის სოფელი კნოველი დაბომბეს.
10 აგვისტოს შუადღისთვის ცხინვალისა და დორის რაიონებიდან 20-25 ათასი დევნილი ჩამოვიდა. თუმცა მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.
9 აგვისტო
შუაღამისას საქართველოში როკის გვირაბით 6 000 რუსი სამხედრო, 90 ტანკი, 150 ჯავშანმანქანა და 250 საარტილერიო სისტემა შემოვიდა. 4 000 სამხედრო აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში შევიდა სევასტოპოლოს პორტიდან.
05:45 - დაღესტნიდან რუსული გამანადგურებელი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრინდა და თბილავიამშენის ტერიტორიაზე სამი ბომბი ჩამოაგდო. 07:00 - საქართველოს ძალებმა ცხინვალი დატოვეს. 07:40 - რუსულმა თვითმფრინავებმა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაბომბეს. 08:45 - ათი რუსული თვითმფრინავი ზემო აფხაზეთს დაესხა თავს, ერთ-ერთი მათგანი ქართულმა ძალებმა ჩამოაგდეს. 09:00 - საქართველოს მთავრობის განცხადებით, 45 ჯარისკაცი და 47 მოქალაქე დაიღუპა.
|