თბილისს დღეს საგანგებო ვიზიტით ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი ეწვევა.
სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება.
ევროსაბჭოს უმაღლესმა პირებმა თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. ვიზიტის დეტალები უცნობია, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ტერი დევისი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროსაბჭოში განცხადებები დღეს უკვე გაკეთდა. ევროპის საბჭო საომარ მოქმედებებში მონაწილე ორივე ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.