დღეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აქცია ლვოვის ოლქში ჩატარდება. აქციის ორგანიზატორის, ქართული ორგანიზაცია ,,არაგვის” ხელმძღვანელმა ჯუმბერ ძიგუამ განაცხადა, რუსეთის გენერალური საკონსულოს წინ დიდი პიკეტი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ლვოვში მცხოვრები ქართველები მიიღებენ, ასევე აქციაზე მოვლენ პოლიტიკური პარტიები ,,უნა – უნსო”, “ოპორა”, “უკრაინსკაია ნაროდნაია პარტია”, “პორა - პრპ” და სხვები, რომლის ლიდერებიც გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს მიმართ. იგეგმება ერთობლივი მიმართვის შემუშავება რომელიც გაეგზავნება გაეროს გენერალურ მდივანს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
’ჩვენ, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მზად ვართ, ნებისმიერი ფორმით გვერდით დავუდგეთ ჩვენს სამშობლოს. ამ ეტაპზე, აქტიურად ვართ ჩაბმულნი იმ საინფორმაციო ომში, რომელიც საქართველოს გარშემო მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის”, _ აცხადებენ დიასპორას წარმომადგენლები.