საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გორში იმყოფებოდნენ.
უცხოელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ”ეს არის ნამდვილი უბედურებაა. ჩვენ მარტო კი არ უნდა დავგმოთ, უნდა შევაჩეროთ ეს სისხლიანი ომი. ”
საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები მოსკოვში გაემგზავრებიან და შეეცდებიან რუსეთი დაარწმუნონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკმენტს ხელი მოაწერონ.
ჩვენ ვეცდებით მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დავაბრუნოთ,”-აღნიშნეს დიპლომატებმა.
გორში ჩასვლამდე კი დიპლომატები თბილისში იმყოფებოდნენ. მათ შეხვდრები გამართეს საგარეო უწყებაში .მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.