საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ხვალ, პარიზის დროით დღის 3 საათზე გრანდიოზული მიტინგის გამართვას გეგმავენ. საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები პარიზში რუსეთის საელჩოს წინ შეიკრიბებიან და ფაშისტური რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. მიტინგი ქართული სიმღერებისა და “გაუმარჯოს საქართველოს” სკანდირების ფონზე წარიმართება.
აქციის მონაწილენი საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ ხმა აიმაღლონ რუსეთის ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ, დაგმონ საქართველოს ანექსიის მცდელობა და აქტიურად ჩაერიონ სამხედრო კონფლიქტის გადაწყვეტაში.
მიტინგი პარიზის ცენტრში თბილისის დროით დღის 5 საათზე გაიმართება. საფრანგეთში მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციებს მანამ გააგრძელებენ, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას და რუსული საოკუპაციო ჯარი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას |