Главная » 2008»აგვისტო»11 » თემურ იაკობაშვილი: "რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ფრონტი გაიხსნა"
თემურ იაკობაშვილი: "რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ფრონტი გაიხსნა"
18:15
სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის განცხადებით, "რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ფრონტი გაიხსნა". "მსოფლიო როგორც იქნა, გამოფხიზლდა და რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსთან მიმართებაში ტონი შეიცვალოს". როგორც იაკობაშვილი აცხადებს, "საქართველოს ხელისუფლებისთვის ახლა მთავარი ჯარისკაცების სიცოცხლე, მოსახლეობაში სიმშვიდე და მიყენებული ზარალის კიდევ უფრო გაზრდის თავიდან აცილებაა". "ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ ცოცხალი ძალა და იგი უაზროდ არ შევაკლათ მტერს", - აცხადებს იაკობაშვილი.