ზემო აფხაზეთის აღების მცდელობისას 5 ქართველი პოლიციელი დაიჭრა. პოლიციელები ზემო აფხაზეთში მოიერიშეებს ეწინააღმდეგებოდნენ.
პოლიციელები ამ დროისათვის ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს.
გუშინ აფხაზურ – რუსულმა შენაერთებმა რამდენიმეჯერ სცადეს ზემო აფხაზეთის შტურმით აღება, თუმცა ქართველმა პოლიციელებმა პოზიციების შენარჩუნება წარმატებით შეძლეს.