ხუთშაბათი, 26.12.2024, 19:59
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 11 » კახა კალაძის განცხადება მილანიდან
კახა კალაძის განცხადება მილანიდან
02:16
იტალია, მილანი, 2008 წლის 10 აგვისტო - კახა კალაძემ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მილანიდან გამოეხმაურა. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან შემდეგი განცხადება გააკეთა:

"თქვენ ყველას მოგეხსენებათ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რუსეთი ახორციელებს ფართომაშტაბიან საომარ მოქმედებებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და მე როგორც ჩემი ქვეყნის შვილსა და გულშემატკივარს არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი აღნიშნულ მოვლენებს. მინდა აქედან, მილანიდან, მივაწვდინო ხმა საერთაშორისო საზოგადოებას. 1991 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მაშინვე დაუდგა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრობლემა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაშიც რუსეთმა მაშინაც უდიდესი წვლილი შეიტანა. მაგრამ დღეს რუსეთის აგრესია გაცდა სამხრეთ ოსეთის რეგიონს და რუსული ავია-გამანადგურებლები ბომბავენ საქართველოს ქალაქებს. ჭურვებს უშენენ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც 200-300 კილომეტრით არის მოშორებული კონფლიქტის ზონას. იბომბება სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტები…და რაც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია, საცხოვრებელი სახლები. იბომბება საზღვაო ნავსადგურები, აეროპორტები, რკინიგზა, სკოლები და სასწრაფო დახმარების პუნქტები. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობას შორის…დაღუპულია 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე…განადგურებულია ქალაქები. წუხელ ღამის განმავლობაში ავია-გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის დედაქალაქზე - თბილისზე. მინდა ვთხოვო საერთაშორისო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს, რომ ხმა აღიმაღლონ რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ სისხლისღვრისა და უსამართლობის შეჩერება, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში მიმდინარეობს. მერწმუნეთ, რომ საქართველოს ერთადერთი დანაშაული მისი თავისუფლებისკენ და იმ ღირებულებებისკენ სწრაფვაა (დემოკრატია, თავისუფლება), რასაც მთელი ცივილიზებული საზოგადოება იზიარებს. და თუ დღეს ამ ღირებულებათა სისტემის ერთგულების გამო ჩემი ქვეყანა ისჯება და თუ დღეს ამ აგრესიას სათანადო პასუხი არ გაეცა მერწმუნეთ, ხვალ ჩემი ქვეყნის ბედი შესაძლებელია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპიბლიკებმა და ევროპის სხვა სახელმწიფოებმაც გაიზიაროს. ამიტომ, ჩემი ხალხის სახელით, გთხოვთ ნუ დატოვებთ ჩემს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას პირისპირ რუსეთის აგრესიული მანქანის წინააღმდეგ. ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და ის ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ, სანამ მისი შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია"
Просмотров: 845 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz