შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ კარლ ბილდტმა მიიღო გადაწყვეტილება დღეს საგანგებო ვიზიტით ეწვიოს თბილისს. მასთან ერთად ჩამოვლენ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი იოჰან ფრისელი, მინისტრის მრჩეველი დიანა იანსე.
დელეგაცია თბილისში სამთავრობო თვითმფრინავით ჩამოფრინდება სავარაუდოდ 16.00 საათზე, ხოლო თბილისიდან გამგზავრება იგეგმება ოთხშაბათს.