Главная » 2008»აგვისტო»11 » რუსულმა ავიაციამ ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა
რუსულმა ავიაციამ ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა
15:19
რამდენიმე წუთის წინ რუსულმა ავიაციამ ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. როგორც "პირველს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რუსულმა ბომბდამშენმა ამჯერად სავარაუდოდ, კრწანისის სამხედრო სასწავლო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანა იერიში. მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. დაჭრილებისა და მსხვერპლის შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება.