საქართველოს მიერ ჩამოგდებული რუსული მოიერიშეების რაოდენობა 20-ს მიუახლოვდა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღნამელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში 19 რუსული სამხედრო თვითმფრინავი აქვს განადგურებული.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ განადგურებული მოიერიშეებიდან ერთ-ერთი ქართულმა მხარემ პრეზიდენტ სააკაშვილის გორში ვიზიტის დროს გორის თავზე ჩამოაგდო.
“მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორში იმყოფებოდა, გადმოფრინდა 2 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, თუმცა იმუშავა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ და ერთი თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა” – აღნიშნა უტიაშვილმა.