გასული ღამის განმავლობაში რუსმა მედესანტეებმა და აფხაზურმა ფორმირებებმა ავიაციისა და არტილერიის განმოყენებით ზემო აფხახეთზე ორჯერ მიიტანეს იერიში.
პირველი იერიში დაახლოებით 01.00. საათზე განხორციელდა, რომელიც ქართულმა შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა წარმატებით მოიგერიეს.
ასევე, ქართველებმა სეპარატისტებისა და მისი აგრესორების იერიში მეორედაც წარმატებით მოიგერიეს, რომელიც 04.30. საათზე განხორციელდა.
მეორე იერიშისას, საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული სუ-24 ტიპის ბომბდამშენი. ის ტყვარჩელში ჩავარდა.
ორივე იერიშისას დაიღუპა 12 აფხაზი მებრძოლი და 11 რუსი მედესანტე.