საქართველოს სასაზღვრო პოლიცია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიცია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.
როგორც ჟურნალისთებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, მესაზღვრეების დამატებითი ძალები გადაყვანილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დასაცავად, ზემო ლარსის, ზემო აფხაზეთის, ჯავა-ონის, ასევე ჩეჩნეთ-დაღესტან-ინგუშეთის მონაკვეთზე მობილიზებულია მესაზღვრეთა სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალური რაზმები.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გაძლერებული პატრულირება. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონცენტრირებულია საზღვრის დაცვის უახლესი საშუალებები.