საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას "დროული გამოფხიზლებისკენ" მოუწოდებს. "ძალიან გთხოვთ, გამოფხიზლდით! საქართველო ბევრჯერ გადარჩენილა და ახლაც გადარჩება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რაც მეტი დრო გადის, მით მეტი მშვიდობიანი მოსახლე მეღუპება რუსეთის აგრესიის შედეგად. ჩვენ სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ დღეს დახმარება პატარა დემოკრატიულ საქართველოს სჭირდება, რომელსაც უმოწყალოდ სპობენ, ხვალ კი დახმარება შეიძლება, უკვე რომელიმე სხვა დემოკრატიულ ქვეყანას დასჭირდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს უცხოელი ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.