შაბათი, 20.04.2024, 11:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 11 » მსოფლიო გარდაუვალი არჩევანის წინაშე
მსოფლიო გარდაუვალი არჩევანის წინაშე
12:57
სწორედ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება დადგა მკაფიო არჩევანის წინაშე:

დაუთმოს რუსეთს საქართველოს განადგურება და შექმნას ”რუსული სუდეტის ოკუპაციის ”პრეცედენტი”. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია შეიტანოს მეზობელ ქვეყნებში პასპორტები და მერე დაიპყროს ისინი ”საკუთარი მოქალაქეების დაცვის” საბაბით. ასეთი პრობლემა ელოდება უკრაინას, ლატვიას, ლიტვას, ყაზახეთს...

ამასთან მსოფლიოს მოუწევს ახალი აგრესიული მონოპოლისტი მონსტრის დაბადებაში მელოგინის როლის შესრულება. აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია კვლავ აღმოჩნდება თავისი უზარმაზარი რესურსებით რუსეთის მარწუხებში.

ამერიკას 8-12 თვეში შეექმნება სისხლიანი ბრძოლების კასკადი - რუსეთი უკვე გათელილ კავასიაზე ირანთან ერთად შექმნის ენერგო-კარტელს და მიაწვდის იარაღს ახლო აღმოსავლეთის ექსტრემისტებს... მერე რუსეთი ეცდება დიდი მსხვერპლის მიზეზით ამერიკის გაძევებას ჯერ ერაყიდან, მერე უკვე ავღანეთიდან... ამერიკა ადრე იყო უმთავრესი შემსყიდველი ენერგომატარებლებისა და რუსული ბუნებრივი რესურსების... ეს მას უქმნიდა ანგარიშგასაწევ პოზიციას,რადგან ამერიკულ შესყიდვებზე იყო დამოკიდებული რუსული ფინანსური სიმყარე.

ახლა ჩინეთის (განსაკუთრების ამ ოლიმპიადის შემდეგ) და ინდოეთი ხდებიან ბუნებრივი რესურსების უდიდესი მომხმარებლები და შემსყიდველებიც... რუსეთს მზად აქვს ევრაზიული სტრატეგიული გაერთიანების პროექტი... მხოლოდ ცენტრალურ აზიას უნდა ჩაუხშოს იმედი ევროპასთან და საერთოდ მსოფლიოსთან პირდაპირი ეკონომიკური ურთიერთობისა! ამას კავაკსიის დაბრუნებით შესძლებს მხოლოდ. რუსეთის მიმართ დათმობის შემთხვევაში მსოფლიო 3-4 წელში მიიღებს ტოტალიტარული რეჟიმების კოალიციას - ევრაზიულ გაერთიანებას (რუსეთი-ჩინეთი-ირანი-ცენტრალური აზიის ქვეყნები-პაკისტანი-ჩრდ.კორეა-მონღოლეთი).

აი ეს თუ უნდა ევროპელ ბალეტმესტერ მინაზებულ პოლიტიკოსებს... მაშინ ისინი ღირსები იქნებიან აღმოჩნდნენ ახალი ატილას ქვეშ!

ახლა განვიხილოთ მოვლენათა განვითარების დასავლური გეგმა - შუა აზიის მხრიდან ამიერკავკასიის გზით ენერგორესურსების ტრანსპორტირება ევროპაში ძირს უთხრის რუსეთის გეგმებს - შუა აზია თავად ხდება ევროპასთან პირდაპირი მიმწოდებელი გაზისა და ნავთობისაც, რასაც ამჟამად ოცნებითაც კი შეუძლებელს ხდის რუსული იმპერიალისტური გაზპრომი.

დასავლეთის პოზიციების გამაგრება ამიერკავკასიაში ირანს უბიძგებს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისაკენ და რა თქმა უნდა ევროპის ნეიტრალურ ქვეყნის (მაგ. შვეიცარიის,ფინეთის რომელიმე კომპანიის საშუალებით რათა შარიათის კანონების დარღვევაში არ დასდონ ბრალი) ირანი შეუერთდება ევრაზიულ ამიერკავკასიის დერეფანზე გამავალ დიდი ენერგეტიკულ სატრანპორტო ქსელს რათა გაყიდოს თავისი გაზი.

თან შუა აზიის ქვეყნები მიიღებენ 4-5 ჯერ მეტ მოგებას, ვიდრე ეს ამჟამად მათ გაზპრომთან კაბალური ურთიერთობით აქვთ. ევროპაც ალტერნატიული ენერგომატარებლების საშუალებით უფრო დამოუკიდებელი იქნება რუსეთისაგან, თან ევროპას მეტი არჩევითობის საფუძველზე მიეცემა ენერგო-რესურსების ფასების დარეგულირების შანსი.

ამ შემთხვევაში ევრაზიული რეგიონი რუსეთს მონოპოლიური მდგომარეობიდან თავს დააღწევს. აი ესაა ნამდვილი არსი. თან არ დაგვავიწყდეს ეკონომიკური კრიზისის მიმდინარეობა ევროპაში.

ევროპელების მსყიდველობითი დაინტერესების მკვეთრ დაცემასთად დაკავშირებით, ფინანსური წრეების მიერ ახალი საინვესტიციო სფეროებისა და მიმართულებების მოძიება ძალიან ძნელია ევროპაში. ევროპელი მოსახლეობა დემოგრაფიულად მცირდება - ე.ი. ახალშექმნილი ოჯახების მიერ საიპოთეკო კრედიტით სახლების, მანქანების და სხვა მოძრავ-უძრავი ქონების შეძენის პროცესი შენელებულია... ამ შემთხვევაში ამიერკავკასია,შუა აზია, და სხვა ქვეყნები წარმოადგენენ პოტენციურად მზარდ ბაზრებს ამ რეგიონებში მზარდი ეკონომიკა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ზრდის...

თუ მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება წინ აღუდგება რუსეთის ბარბაროსულ ქმედებეს, მაშინ ევროპას რუსეთი შესთავაზებს ლიბერალურ პოლიტიკურ ხაზს ისე, რომ ძველის მიერ ჩადენილზე პასუხს აღარავინ მოსთხოვს, რათა ეს გარეგნულად ლიბერალური თავმიკანტურებული დათვი არ გააბრაზონ თავგანწირვამდე...

აქ საქართველოს სტრატეგიულად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება... ეს თავად ამერიკელებს არცა აქვთ შემეცნებული კარგად. მათი ჰილი ბილური აზროვნებით ბინლადენი და აიათოლას ირანია მთავარი მტერი და არა მოსკოვი-ირანი-ჩინეთის პოლიტიკურ-ენერგეტიკული ტოტალიტარული კარტელი(!) ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაღებულ უმეცრებასთან. აქ პრეზიდენტობის კანდიდატებიდან მხოლოდ მაკ ქეინი ხვდება თუ რა საშიშროება ელის ამერიკას მოსკოვი-პეკინ-თეირანის პოლიტიკურ-ენერგეტიკული ტოტალიზირებული კარტელით.

Просмотров: 866 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 1
11.08.2008
1. nchipashvili [სტატია]
გენიალურია.... იქნებ გადაუთარგმნოთ და მიართვათ ნატოს, ეუთოს, გაეროს და ევროკავშირს? .

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz