პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში დღეს 5 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ. რითაც ისინი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას გააპროტესტებენ.
- ”ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ რუსეთის აგრესია და ამიტომ ვმართავთ საპროტესტო აქციას ქართველების მხარდასაჭერად. ჩვენ რუსეთის აგრესიის შემდეგ სწორედ საქართველომ შეგვიფარა”.
- ”მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება აღმოუჩინონ ქართველებს რუსეთის აგრესიისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ახმეტაში გაეროს ოფისთან უვადო შიმშილობას დავიწყებთ” - განუცხადა რადიო ჰერეთს "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელმა მექა ხანგოშვილმა.
მოგვიანებით, 20:00 საათზე თელავში სახელმწიფო თეატრთან სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ და დაგმობენ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დაბომბვებს.
|