საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერნარ კუშნერი და ალექსანდრ სტუბი რუსების მიერ დაბომბილ გორს მოინახულებენ და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთთან და სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში გაემგზავრებიან.
ევროპელი დოპლომატების განცხადებით, ისინი ამ საკითხზე მხოლოდ კომენტარს კი არ აკეთებენ, არამედ კატეგორიულად მოითხოვენ რუსეთისგან საქართველოს დაბომბვის შეწყვეტას. მათი განცხადებით, ყველანაირად შეეცდებიან მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაში დაარწმუნონ.