ამ დროისთვის საქართველოს საჰაერო სივრცეში 50 რუსული ბომბდამშენი დააფიქსირეს.
რუსული ავიაგამანადგურებლები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას , ასევე მაღალი რანგის სტუმრებს. (შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში იმყოფებიან.)
წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა საქართველოს ქალაქები.
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარს თბილისში, გორში, სკრაში, სენაკში, ხელვაჩაურში, ზემო აფხაზეთში, დედოფლისწყაროში. . .