ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აგრესიულ ქმედებებს ეწევა.
სხეფერი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი შეუწყოს ოფიციალურ თბილისს სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენაში.