ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში დაგეგმილ, ნატოს საბჭო+საქართველოს ფორმატით შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე დაესწრებიან.
შეხვედრაზე ქართული დელეგაცია უცხოელ დიპლომატებს გააცნობს საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებულ სამხედრო აგრესიაში გამოიხატება.
ეკა ზღულაძის განცახდებით, საქართველოში ვიზიტად მყოფი საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა
მზადყოფნა, ქართულ-რუსული კონფლიქტის ზონაში ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ”ჩვენ რუსეთთან პრობლემების მოგვარებში საერთაშორისო შუამავლების იმედი გვაქვს “ – აცხადებს ეკა ზღულაძე.
|