ყველა ქართული ვებ-გვერდი, რომლის ფუნქციონირებაც ამ დროისთვის შეჩერებულია, უახლოეს მომავალში აღდგება.
ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
“ყველა ქართული ვებ-გვერდი, რომელიც დროებით შეჩერებულია, მუშაობას უახლოეს მომავალში გააგრძელებს,” - განაცხადა ზღულაძემ, რომლის განმარტებით, იმ ვებ-გვერდების ფუნქციონირების უსაფრთხოების დაცვა, რომელთა ბლოკირება ვერ მოხერხდა, გამკაცრებულად მიმდინარეობს.