ხუთშაბათი, 26.12.2024, 19:15
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 11 » ევროპული ღირებულებები – ქართველი ხალხისთვის ამ მცნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ევროპული ღირებულებები – ქართველი ხალხისთვის ამ მცნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
15:48
უკვე რამდენიმე დღეა, რუსული ავიაცია და არტილერია ბომბავს საქართველოს ქალაქებს და სოფლებს, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. ქვეყანა, რომელიც ევროპული, ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგულია, ამ იდეალებისადმი ერთგულების გამო ისჯება.

კრემლი არ პატიობს ევროპელობას, ფასეულობათა მისეული სისტემა მხოლოდ ძალას აღიარებს და ძალადობაზეა დამყარებული. ბუდაპეშტი 1956, პრაღა 1968, ავღანეთი 1979, ვარშავა 1981, თბილისი 1989, სოხუმი, გროზნო, ბესლანი... ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.

უკვე რამდენიმე დღეა, რუსული ავიაცია და არტილერია ბომბავს საქართველოს ქალაქებს და სოფლებს, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები...

ევროპული ღირებულებები – ქართველი ხალხისთვის ამ მცნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავისუფლებას და დემოკრატიას გულისხმობს. გულისხმობს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, ჩვენი შვილების ღირსეულ მომავალს.

დღეს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა მხოლოდ იმის გამო იბომბება, რომ მისთვის წარმოუდგენელია ღირსება თავისუფლების გარეშე.

სამოქალაქო საზოგადოება, თანადგომა, დახმარება, სოლიდარობა... ზოგადსაკაცობრიო, ევროპული მცნებებია. კრემლში ამ ენაზე არ საუბრობენ.

დღეს ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან ის ადამიანები, რომლებიც ბესლანში ტყვიას უშენდნენ საკუთარ მოქალაქებს, ბავშვებს. ქართულ ქალაქებს და სოფლებს ბომბავენ ისინი, რომლებიც მიწასთან ასწორებდნენ ქაბულს და გროზნოს.

ევროპა დიდხანს ხუჭავდა თვალს და დღეს, როდესაც კრემლზე აღმოჩნდა დამოკიდებული, აღმოაჩინა, რომ იძულებულია თვალი დახუჭოს, როდესაც იბომბება ქალაქები და სოფლები, იღუპებიან ქალები, ბავშვები და მოხუცები, ფეხქვეში ითელება ადამიანის უფლებები... და როდესაც სამუდამოდ უნდათ რომ დაგვავიწყონ თავისუფლება, დემოკრატია, ღირსება, თანადგომა, სოლიდარობა...

კრემლში ამბობენ: “სამხრეთში მხოლოდ ერთი მეზობელი გვყავს – ინდოეთის ოკეანე”.

ხვალ კრემლში იტყვიან: “დასავლეთში ჩვენი მეზობელი ატლანტის ოკეანეა”.
რიგისკენ, ვილნიუსისკენ, ტალინისკენ, პრაღისკენ მიმავალ გზაზე რუსულმა ტანკებმა თბილისი უნდა გაიარონ.

ამ გზაზე მათ ქათული საზოგადოება ეღობებათ, რომელიც დღეს ისე ერთიანია, როგორც არასდროს.

დავდგეთ ერთად, ვიყოთ სოლიდარულები. საქართველო ელის თქვენს თანადგომას, ევროპამ უნდა დაიცვას საქართველო, რადგან ევროპა, პირველ რიგში ფასეულობებია და მხოლოდ ამის შემდეგ – გეოგრაფიული მცნება.

Просмотров: 901 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz