Главная » 2008»აგვისტო»11 » "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი" ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
"თბილისის საერთაშორისო აეროპორტი" ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
12:31
საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი" ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რუსული მხარის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია მხოლოდ ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის.
ყველა სხვა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა და მგზავრთა ნაკადის მიღება-გამგზავრება დადგენილი რეჟიმისა და გრაფიკების შესაბამისად შეუფერხებლად ხორციელდება .