ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:49
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » აგვისტო » 27 » სეპარატიზმის აღიარებით დანთებულ ხანძარში რუსეთი ჩაიბუგება
სეპარატიზმის აღიარებით დანთებულ ხანძარში რუსეთი ჩაიბუგება
11:04
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა, რომ რუსული დათვი ცივილიზებული მსოფლიოსგან ძალიან შორს დგას. თუმცა, ალბათ, ძნელია ცივილიზაციაზე და დასავლურ ღირებულებებზე ესაუბრო იმ ერს, რომელსაც დედაქალაქის მთავარ მოედანზე მავზოლიუმი აქვს. სეპარატისტთა მხარდაჭერითა და მათი დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა მსოფლიოს საკუთარი სახე აჩვენა. თუმცა, ამით შესაძლოა, თავად რუსეთი აღმოჩნდეს წაგებული. კრემლმა აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებით დიდი ხანძარი დაანთო, რომელიც თავად რუსეთის იმპერიას გადაბუგავს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტებისათვის დაახლოებით სამოცდაათზე მეტი ფეთქებადსაშიში კერაა, აქედან უმრავლესობა სწორედ რუსეთშია. საბჭოეთში უხვად ცხოვრობდნენ ისეთი ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც მართალია, ცალკე ეთნოსს წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ ისტორიულად ჩამოყალიბებული სახელმწიფო, მკაფიოდ შემოსაზღვრული ტერიტორია თითქმის არასდროს ჰქონიათ. ასეთი ეთნოსების დიდი ნაწილი დღეს თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

კრემლი საკუთარ ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტების გაჩენას და ამ გზით სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბებას სასტიკად ებრძვის, მაშინ როცა მსგავსი გამოხტომებს სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში დიდი სიამოვნებით ახალისებს და ახლა ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა კიდეც. თუმცა, შესაძლოა, სეპარატიზმის წახალისება რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდეს. ჩრდილო კავკასიასა და ვოლგისპირეთში მას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს. სხვათა შორის, რუსეთისთვის რთული ვითარებაა არა მხოლოდ არარუსულ რესპუბლიკებში.

არსებობს ერთი ძალიან საინტერესო მოძრაობა - ციმბირის რესპუბლიკა, რომელსაც ”ობლასტნიჩესტვოს” ეძახიან, რომელიც სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს. დღეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები დამოკიდებლობაზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს: თუ რუსეთის ფედერაცია დაიშლება, არ ვინაღვლებთ და ჩვენსას მივიღებთო. პროგრესულად მოაზროვნე რუსი ანალიტიკოსები ამ საშიშროების შესახებ საკუთარ ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, თუმცა, პუტინის მარიონეტ მედვედევს რომ ჭკუა არ მოეკითხება, ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის.

აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარების შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალი ტალღა ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ რესპუბლიკებში აგორდეს. ამ საკითხებზე ”პრესა.გე” ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა. მამუკა არეშიძე: ”რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებამ ჯაჭვური რეაქცია რომ გამოიწვიოს, ამის დიდი ალბათობა არსებობს. ჩრდილოეთ კავკასიაში ასეთი მოძრაობის გასაჩაღებლად ყველა წინაპირობა არსებობს. ამ მხრივ, განსაკუთრებით ორი ავტონომიური რესპუბლიკა გამოირჩევა. ეს არის დაღესტანი და ჩეჩნეთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ შედარებით მოჩვენებითი სიმშვიდეა. ამის თაობაზე რუსი პოლიტოლოგები უკვე აფრთხილებენ საკუთარ ხელისუფლებას. ასე რომ, ეს ჯაჭვური რეაქცია სავსებით სავარაუდოა”.

ამ ორ რესპუბლიკაში ამ მიმართულებით რაიმე მოქმედებებს აქვს ადგილი?
- გარდა იმისა, რომ აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებამ შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, ასეთი მოძრაობის გააქტიურებას მოწმობს ერთი საინტერესო ფაქტი. საქართველოში ამ ომის დროს იბრძოდა სულიმ იამადაევის ბატალიონი ”ვოსტოკი”. იამადაევი არის პიროვნება, რომელთანაც კადიროვს პირადი დაპირისპირება ჰქონდა ჯერ კიდევ ამა წლის ივნისის თვეში. საქმე იქამდე მივიდა, რომ იამადაევი და მისი ძმა გაქცეულები იყვნენ და ივლისის შუა რიცხვებში მათზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. აგვისტოს დასაწყისში კი უცებ ბატალიონ ”ვოსტოკის” ხელმძღვანელად მოგვევლინა.

ეს არის გრუს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული მნიშვნელობის რაზმია. იამადაევი რუსების ჰყავთ, როგორც კადიროვის საპირწონე. თუკი კადიროვი რამე არასწორს გააკეთებს, აგერ არის იამადაევი. ანუ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კადიროვის მტერი მთავარ საყრდენად გაიხადეს.

ბოლო დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ კრემლი ომის დაწყებას სამი მიმართულებით განიხილავდა, სამიზნე იყო საქართველო, უკრაინა და ჩეჩნეთი. კადიროვის დასჯის სურვილზე კეთდებოდა აქცენტი, ანუ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩეჩნეთში კვლავ ძლიერდება ანტირუსული მოძრაობა?
- რასაკვირველია, ასეა. იქ არის ორი ძალიან სერიოზული ძალა, რომელიც ახლა მთებშია გასული. ერთი არის დოკუ უმაროვის დაჯგუფება, მეორე არის ისა მუნაევის რაზმი. მუნაევი ჯოჰარ დუდაევის კვალს მისდევს. ჩრდილოეთ კავკასიაში ფრონტი დიდი ხანია, განხსნილია. პრაქტიკულად, კავკასიაში თითქმის ყოველდღიურად მიდის მცირე ზომის შეტაკებები. ტყეში გასული ამ ხალხის მხრიდან ხშირია თავდასხმები ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებსა და მილიციელებზე. გარდა ამისა, ხდება თავდასხმა რუსი ეროვნების მაცხოვრებლებზე, განსაკუთრებით ინგუშეთში.

ხშირ შემთხვევაში შეტევები ხდება ფედერალური ჯარების წარმომადგენლებზე. ასეთი სახის ბრძოლები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. იყო შემთხვევები, როდესაც უმაროვის ხალხმა რამდენიმე ხნით დაიკავა სხვადასხვა სოფელი. მთელი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ”ჟაჩისტკა” დაღესტნის ერთ-ერთ სოფელში. რუსულ პრესაში ეს ინფორმაცია არ ხვდება. ასე რომ, ეს ფრონტი არსებობს, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსეთმა თავისი ძალის დემონსტრირებით ეს პროცესები დაამუხრუჭა, მაგრამ ვერ შეაჩერა.

ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ამ მხრივ რა განწყობაა?
- სხვები ნაკლებად ფიქრობენ დამოუკიდებლობაზე. სხვათა შორის, ჩეჩნეთსა და დაღესტანს ემატება ინგუშეთიც. მაგალითად, ადიღეში საერთოდ, მოსახლეობის 55 პროცენტი რუსია, ამიტომ იქ დამოუკიდებლობაზე ფიქრს გამოვრიცხავ.ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთში ამ თვალსაზრისით რთული ვითარებაა. მართალია, აქ ანტირუსული განწყობა არსებობს, მაგრამ ბევრად უფრო პასიურია, ვიდრე დანარჩენ კავკასიაში.

თუმცა, ამ ორ რესპუბლიკაში აფხაზების მონათესავე ხალხი ცხოვრობს და არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მათაც ჭკუაში დაუჯდეთ ეგ იდეა. მით უფრო, რომ ჩრდილოელ ხალხთა კონფედერაციის პირველი იდეა, რომელიც 1991 წელს გაჩნდა, აქედან მოდის. მაშინ სურდათ მთიელთა დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა და აფხაზეთთან გაერთიანება. სოხუმი კი დედაქალაქი უნდა ყოფილიყო.

შესაძლოა, ეს იდეა კვლავ გაცოცხლდეს?
- არ არის გამორიცხული, მაგრამ მაინც ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია. სხვათა შორის, ამა წლის ივნისის თვის დასაწყისში ჩექრეზ ხალხთა კონგრესი გამოვიდა მოთხოვნით, რომ ოლიმპიადა არ ჩატარდეს სოჭში. ყაბარდოსა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთის მაცხოვრებლების ნაწილი ჩერქეზულ-ადიღეური ტომების წარმომადგენლები არიან, რომელსაც აფხაზებიც მიეკუთვნებიან. ამ კონგრესზე ითქვა, რომ ეს ოლიმპიადა მათი წინაპრების ძვლებზე ტარდება და ამიტომ ისინი ყველანაირად შეუშლიან ხელს ამ ოლიმპიადის ჩატარებას.

სოჭში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტები მათ უკავშირდება?
- ამ ეტაპზე ამ ტერაქტებს მათთან არ ვაკავშირებთ, მაგრამ შესაძლოა, ეს მუქარა მომავალში მხოლოდ მუქარად არ დარჩეს.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების გარდა რუსეთის კიდევ რომელ ავტონომიურ სუბიექტებს შესაძლოა ჰქონდეთ დამოუკიდებლობის ამბიცია.
- დამოუკიდებლობის დიდი სურვილი აქვს თათარსტანს. აქ 10 მილიონზე მეტი მოსახლე ცხოვრობს და მათი ამბიციაც დიდია. თანაც სხვა ავტონომიური რესპუბლიკებისგან განსხვავებით, თათარსტანის ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთ არის განვითარებული. ამასთან ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს და მას აქვს გარკვეული სტიმული იმისა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს.

რუსეთის ჩინეთიზაცია
რუსეთის აღმოსავლეთს ჩინეთის დემოგრაფიული ექსპანსია ემუქრება, - ფიქრობს რუს ანალიტიკოსთა ნაწილი. ჩინეთს დედამიწის ტერიტორიის 9 596 961 კვადრატული კილომეტრი უკავია. მისი მოსახლეობა დაახლოებით მილიარდ 300 მილიონია. ჩინეთის მიწების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. დასავლელ ანალიტიკოსთა აზრით, 2015 წლისთვის ჩინეთის ტერიტორია ვეღარ შეძლებს საკუთარი მოსახლეობის დაპურებას. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება მის მოსაზღვრე ქვეყნებზე ჩინეთის მოსახლეობის დემოგრაფიული ზეწოლა. ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხე რუსეთს ემუქრება. მით უფრო, რომ რუსეთში დემოგრაფიული ვითარება ყოველწლიურად უარესდება. ჩინეთის ჩრდილოეთ მხარეს, ამურის პირას 120 ჩინელი ერთ კვადრატულ კილომეტრზე ცხოვრობს, მაშინ როცა მეორე მხარეს, ანუ რუსეთში აუთვისებელი მიწებია. იქ ერთ სულ მოსახლეზე 1 კვადრატული კილომეტრი მოდის.

რუსეთში 1990-იანი წლების ბოლოს ჩინელების აღწერა ჩატარდა, მონაცემები შემაშფოთებელი აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩინელების რიცხვი 20-ჯერ გაიზარდა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთში ჩინელების მიგრაციის ტემპები გიგანტურია.

რუსი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ 1999 წელს ამბობდენ, რომ რუსეთში 6 მილიონი ჩინელი მიგრანტი ცხოვრობდა. ხოლო არაოფიციალურად მათი რიცხვი ორჯერ მეტი იყო. როგორც ცნობილია, ჩინელთა უმეტესობა რუსეთში არაოფიციალურად ცხოვრობს, შესაბამისი რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, ან ყალბი დოკუმენტებით არის. პრობლემაა ისიც, რომ ჩინელი მამაკაცები რუსი ქალების ცოლად მოყვანას ცდილობენ. როგორც ცნობილია, ჩინეთში მამაკაცები უფრო მეტია, ვიდრე ქალი, ამიტომ ჩინელი კაცები საცოლეებს ძირითადად რუსეთში ეძებენ.

რუსეთი შიშობს, რომ მიწის რეფორმის გამო, შესაძლოა, მთელი ”დალნი ვოსტოკის” მიწები ჩინელებმა იყიდონ. მით უფრო, რომ როგორც ცნობილია, ჩინელები შუამავლების საშუალებით ყიდულობენ უძრავ ქონებას, მონაწილეობენ მიწისა და საწარმოების პრივატიზაციაში.

ჩინეთში არ მალავენ, რომ ტერიტორიების გაფართოება მათი სტრატეგიული მიზანია. მის მოსაზღვრე რუსეთსა და შუა აზიის ქვეყნებში კი აუთვისებელი მიწები საკმაოდ ბევრია. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი მე-16 საუკუნისთვის აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა ჩინეთის მიმართ და ართმევდა მიწებს, რომელიც თითქმის ურალამდე იყო. იდეა დიდი ჩინეთისა წყნარი ოკენიდან ურალამდე დღესაც ცოცხალია. ასე რომ, ახლა მიმდინარეობს რუსეთის კოლონიზაცია მშვიდობიანი გზებით.

Просмотров: 847 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz